ავტორი:

ბათუმის საკარანტინე ზონაში მოთავსებულ 28 წლის მამაკაცს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება უპოვეს

ბათუმის საკარანტინე ზონაში მოთავსებულ 28 წლის მამაკაცს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება უპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონი აღმოაჩნდა.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ.შ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბათუმში, საკარანტინე ზონაში მოთავსებული ბრალდებულის დროებითი საცხოვრებლის-სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ 10 აბი და 5 აბის ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

"ქურდული სამყაროს" წევრებმა ბიზნესმენი გაიტაცეს და ფულს სძალავდნენ - შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად 13 პირი დააკავა

გარდაბანში დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს ავტომობილიდან 100 000 ლარი გასტაცა

"პოლიციის თანამშრომლებს ნუ გვაგინებ" - ქუთაისში, კომენდანტის საათის დამრღვევმა სამართალდამცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა