ავტორი:

კრედო ბანკის მხარდაჭერის კამპანია 71+ წლის მომხმარებლებისთვის

კრედო ბანკის მხარდაჭერის კამპანია 71+ წლის მომხმარებლებისთვის

ვირუსული ინფექციის გამოჩენის შემდეგ, ჩვენი საზოგადოების ცხოვრების სტილი რადიკალურად შეიცვალა, ტრანსფორმირდა ყოველდღიური ქცევები, ყოველი ჩვენი ქმედება კი სიფრთხილისკენ მიემართა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულსა და მაღალი რისკის ჯგუფს ჩვენი უფროსი თაობა წარმოადგენს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი წვლილი გვინდა შევიტანოთ ამ ადამიანების მხადასაჭერად, გვსურს ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე და მცირედით მაინც შევუმსუბოქოთ Covid-19-ით გამოწვეული რთული მდგომარეობა.

კრედო ბანკმა გადაწყვიტა, გვერდში დაუდგეს თავის ასაკოვან მომხმარებლებს, რომლებიც ვირუსული ინფექციისთვის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია იმედი L-თან პარტნიორობით, თითოეულ მომხმარებელს, რომელიც 71 წლის და მეტისაა საჩუქრად გადაეცემა უნიკალური მომსახურება — „დაზღვევა და მეტი.“ მომხმარებლები შეძლებენ 50%-მდე, ხოლო ექიმის გამოწერილ მედიკამენტებზე 20%-მდე ფასდაკლებით ისარგებლონ სხვადასხვა ტიპის მომსახურებებაზე:

  • გეგმური ამბულატორიული მომსახურება;
  • პირადი ექიმის მომსახურება წელიწადში 12 ვიზიტი;
  • მედიკამენტები;
  • გადაუდებელი და გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება;

არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს მომხმარებლებს აქვთ თუ არა საყოველთაო დაზღვევა, ისინი მაინც შეძლებენ ისარგებლონ აღნიშნული მომსახურებით. ასევე, „დაზღვევა და მეტი“ სარგებლობის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ იხსნება. აღნიშნულ მომხმარებლებს საჩუქრად გადაეცემათ „დაზღვევა და მეტი,“ ხოლო სტანდარტულ შემთხვევაში, სერვისის შეძენა შესაძლებელი არის კრედო ბანკში.

ვიზრუნოთ ერთმანეთზე.

ჩვენ თქვენთან ვართ!

კრედო ბანკი

თვალი ადევნეთ კრედო ბანკი Facebook გვერდს

R

EKIMO - მთელი ჯანდაცვა ერთ აპლიკაციაში, რომელიც გაგიმარტივებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას მთელს ოჯახს!

რომელ პროდუქტებზე გაიზარდა მოთხოვნა ეპიდემიის პერიოდში – სტატისტიკა საქართველოდან, იტალიასა და აშშ–დან

GM Pharma-ს ახალი სტრატეგიული პარტნიორი - ევროპული კომპანია „CINFA“