ავტორი:

"ულამაზესი ორსული ხარ" - მომღერალი ნინა სუბლატი პირველ შვილს ელოდება (ფოტო)

"ულამაზესი ორსული ხარ" - მომღერალი ნინა სუბლატი პირველ შვილს ელოდება (ფოტო)

მომღერალი ნინა სუბლატი ფეხმძიმედაა. ნინა და მისი მუსიკოსი მეუღლე პირველ შვილს ელოდებიან. მომღერალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პირველ ფოტოს აქვეყნებს, სადაც უამრავი ადამიანი ულოცავს.

"ულამაზესი ორსული ხარ"

"უფრო განაზებული და გალამაზებული ხარ. ბედნიერი მომავალი მინდა გისურვო საყვარელ ადამიანთან ერთად"

"ღიპუცუნობაც როგორ უხდება", - წერენ ფოტოს კომენტარებში.

სასიხარულო ამბის შესახებ ცოტა ხნის წინ მომღერლის მეუღლემაც დაპოსტა.

ნინა სუბლატმა და გიორგი შამანაურმა 2013 წელს იქორწინეს. წყვილმა ერთმანეთი პროექტ "საქართველოს ვარსკვლავში" გაიცნო, სადაც გიორგი შამანაური ერთ-ერთ ბენდში უკრავდა.

ნინა სუბლატი ფართო საზოგადოებამ თავდაპირველად მუსიკალურ პროექტ "საქართველოს ვარსკვლავში" გამარჯვების შემდეგ გაიცნო, 2015 წელს კი "ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით გამოსვლამ მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა.

როგორ გვილოცავენ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტები - "საქართველო ჩემს გულშია, ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები!"

"ასე ვამარცხებთ COVID-19-ს..." - თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში წვიმს

როგორ ეხმაურებიან ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს ცნობილი ქართველები