ავტორი:

გარდაბანში დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს ავტომობილიდან 100 000 ლარი გასტაცა

გარდაბანში დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს ავტომობილიდან 100 000 ლარი გასტაცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული შ.ი. ძარცვის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, მოქალაქეს კუთვნილი ავტომობილიდან 100 000 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ შ.ი. მომხდარიდან მალევე, ქალაქ რუსთავში დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის მიერ უკანონოდ დაუფლებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიდი ოდენობით ძარცვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ქურდული სამყაროს" წევრებმა ბიზნესმენი გაიტაცეს და ფულს სძალავდნენ - შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად 13 პირი დააკავა

"პოლიციის თანამშრომლებს ნუ გვაგინებ" - ქუთაისში, კომენდანტის საათის დამრღვევმა სამართალდამცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ბათუმის საკარანტინე ზონაში მოთავსებულ 28 წლის მამაკაცს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება უპოვეს