ავტორი:

"Rolex-ის საათები, Cartier-ის სამკაულები, BMW-x6" - რა ქონებას ფლობს ტურიზმის ადმინისტრაციის 30 წლის ხელმძღვანელი

"Rolex-ის საათები, Cartier-ის სამკაულები, BMW-x6" - რა ქონებას ფლობს ტურიზმის ადმინისტრაციის 30 წლის ხელმძღვანელი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 27 აპრილს შეავსო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე მარიამ ქვრივიშვილი 2019 წლის თებერვალში დაინიშნა. მანამდე ქვრივიშვილი კომპანია "ვოიაჟერის" დირექტორი იყო, რომელიც საქართველოში ხუთი ავიაკომპანიის გენერალური დისტრიბუტორია.

დეკლარაციის მიხედვით, მარიამ ქვრივიშვილს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე, 11 თვის განმავლობაში, 2019 წლის თებერვლიდან, ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით, აღებული აქვს 55 725 ლარი.

რაც შეეხება მარიამ ქვრივიშვილის უძრავ-მოძრავ ქონებას, ის ფლობს მსუბუქ ავტომობილ BMW - x6-ს, რომლის ღირებულებაც 60 000 აშშ დოლარს შეადგენს და რომელიც მან 2018 წელს შეიძინა.

ასევე, Rolex-ის საათს, რომელიც 2016 წელს საჩუქრად მიიღო და მისი ღირებულება 10 000 აშშ დოლარია. ამავე ბრენდის მეორე საათი, მარიამ ქვრივიშვილმა 2017 წელს შეიძნა და მასში 12 000 აშშ დოლარი გადაიხადა...წაიკითხეთ სრულად

"ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე" - ნიკოლოზ ბასილაშვილი განცხადებას ავრცელებს

როგორ ეხმაურება The Guardian ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს - გავლენიანი გამოცემა ქართველ ჩოგბურთელზე წერს

ადვოკატის ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილი უკვე გათავისუფლებულია და სახლში იმყოფება