ავტორი:

"გადაწყვეტილების გაჟღერებამდე შევატყობინე თალაკვაძეს, გახარიას და ივანიშვილს" - პრეზიდენტი უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე

"გადაწყვეტილების გაჟღერებამდე შევატყობინე თალაკვაძეს, გახარიას და ივანიშვილს" - პრეზიდენტი უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე

საქართველოს პრეზიენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს წინასწარ შეატყობინა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების შესახებ დამოუკიდებლად მიიღო.

"სრულიად დამოუკიდებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, გადაწყვეტილების გაჟღერებამდე შევატყობინე იმ შტოებს, ქვეყნის ინსტიტუტებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება იყოს სრულიად მოულოდნელი. კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და "ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს,"- განაცხადა პრეზიდენტმა "რუსთავი-2-თან" ინტერვიუში.

"სომხური მხარე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამები, არასწორად იყო ინტერპრეტირებული" - დავით ზალკალიანი

"ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია" - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი

LIVE: 360 გრადუსი - ალეკო ელისაშვილი, თინა ბოკუჩავა, ენძელა მაჭავარიანი