ავტორი:

"ერთი პირის მიერ საკარანტინე წესების დარღვევის გამო შეიძლება მთელი სოფელი ჩაკეტონ" - რას ითვალისწინებს და როგორია შეფასებები სადავო კანონპროექტზე

"ერთი პირის მიერ საკარანტინე წესების დარღვევის გამო შეიძლება მთელი სოფელი ჩაკეტონ" - რას ითვალისწინებს და როგორია შეფასებები სადავო კანონპროექტზე

მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. პარლამენტს "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი წარედგინა.

კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

კანონში ცვლილეების შეტანა დაჩქარებული წესით, 23 მაისამდე უნდა მოხდეს. არასამთავრობო სექტორი მთავრობის ამ ინიციატივაში გარკვეულ საფრთხეებს ხედავს. საიას ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირეტორი, კონსტიტუციონალისტი მერაბ ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი ახლანდელი სახით ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ მთავრობამ შეზღუდვები არალეგიტიმური მიზნებისთვის გამოიყენოს.

"თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ლეგიტიმური მიზანი აქ ნათელია, რომ ეს ემსახურება საზოგადოებრივი ჯამრთელობის დაცვას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მნიშვნელოვანია იმ ყველა განაწესის დაცვა, რასაც კონსტიტუცია ითვალისიწინებს. კონტიტუციაში ნათქვამია, რომ მიმოსვლის, ეკონომიკური საქმიანობის და სხვა უფლებების შეზღუდვა, შესაძლოა მოხდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში და კანონის მეშვეობით. ამ კანონპროექტით კი თავისუფლად შეიძლება შეზღუდვების დაწესება არცერთ იმ შემთხვევაში არ მოხდეს, რაც კონსტიტუციითა გაწერილი.

იქმნება იმის რისკი, რომ შეზრუდვების დაწესების უფლება მთლიანად მიენიჭოს აღმასრულებებლ ხელისუფლებას.

ეს პირდაპირ წერია კანონპროექტში, რომ მთავრობას ექნება საშუალება სპეციალური დადგენილებებით განსაზღვროს შეზღუდვები. მოგეხსენებათ, დადაგენილებები კანონი არ არის. შესაბამისად, აქ ვხედავთ საფრთხეს, რომ კონსტიტუციის გვერდი ავლით მოხდეს გარკვეული შეზღუდვების დაწესება. ამასთან, ხელისუფლების ქმედებებს ვერავინ გააკონტროლებს და და იქმნება რისკი, რომ გარკვეული შეზღუდვები დაწესებული იქნას არალეგიტიმური მიზნებისთვის. შეიძლება ეს ასე სულაც არ მოხდეს, მაგრამ სივრცე არასწორი მიზნებისთვის შეზღუდვების დაწესების, თუ პარლამენტმა ამ სახით დაამტკიცა, შეიქმნება" - ამბობს კონსტიტუციონალისტი.

მერაბ ქართველიშვილი ასევე განმარტავს, იმ სიახლეს, რასაც საკანონმდებლო ცვლილება იითვალისიწნებს.

"ახალი არის ის, რომ მოქმედ კანონში "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" განსაზღვრული იყო საკარანტინე პროცდურები, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ერთ პირზე გაწერილი. ახლა შემოდის შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა ადმიანთა ჯგუფებზე.

მაგალითად, ერთი პირის მიერ დარღვეული საკარანტინე წესების გამო, მთავრობას შეეძლება ჩაკეტოს მთელი სოფელი და გამოაცხადოს საკარანტინე ზონად.

სწორედ ამიტომაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებას არ მიენიჭოს ეს უფლებები. იმიტომ არსებობს საკანონმდებლო ორგანო, რომ გარკვეული უფლებები შემოუხაზოს მთავრობას. მეტი კონტროლი უნდა გაწიოს პარლამენტმა, რომ თუ რაიმეს შეცვლა საჭიროა, მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებას კი არ უნდა მიანიჭოს ეს ძალუფლება, მანაც უნდა დაიტოვოს ბეკეტები, რომ გააკონტროლოს რამდენად პროპორციულ შეზღუდვებს დააწესებს მთავრობა" - აცხადებს იურისტი.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ლადო კახაძე ოპონენტებს AMBEBI.GE-სთან პასუხობს. მისი თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით ყოველგვარი კრიტიკა უსაფუძვლოა და დესტრუქციისკენ არის მიმართული.

"ამ ყველაფერ ხომ პარლამენტი ანიჭებს მთავრობას? ახლა ოპონენტებს ვკითხოთ, თუ მთავრობა არასწორად გამოიყენებს ამას, ხომ შეუძლია პარლამენტმა ჩამოართვას ეს უფლებები? მარტო პარლამენტი ხომ არ გვიყურებს, მთელი მსოფლიო გვიყურებს. ხელისუფლებამ ამ ორი თვის მანძილზე უნაკლოდ გაიარა ეს პროცესი და შემდეგშიც ასე გააგრძელებს. ჩვენ ვხსნით 22 მაისს საგანგებო მდგომარეობას და გვინდა თავისუფლება ვიგრძნოთ, მაგრამ ეს სრულად შეუძლებელი იქნება. საჭიროა მაინც კონტროლი, მონიტორინგი და ამისთვის წესდება ეს შეზრუდვები.

ჩვენ საპარლამენტო ქვეყანა ვართ და ვავალებთ მთავრობას, რომ მართონ ეს სიტუაცია და თუ იქნება გადაცდომები პარლამენტს შეეძლება, ისევ ჩამოართვას ეს უფლებები მთავრობას. ამიტომ არანაირი საფრთხე შეზღუდვების არალეგიტიმურად გამოყენების არ არსებობს. როგორ შეიძლება ქვეყანამ, რომელმაც ასეთ გამოწვევას კარგად უპასუხა, მოსახლეობის საზიანოდ დააწესოს რამე.

ერთი სული გვაქვს როდის აღდგება მიმოსვლა ქვეყნებთან. ჩვენი თვითმიზანი არ არის შეზღუდვები, ეს დაწესდება იმ ჩვენებების მიხედვით, რაც იქნება. მკვდარი ადამიანის გაცოცხლება შეუძლებებლია, მაგრამ ნებისმიერი ჩამკვდარი ეკონომიკის გაცოცხლება არის შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ადამიანის სიცოცხლის დაცვაზე მორგებით.

მე კარგად მესმის ოპონენტების კრიტიკის, ისინი არიან დესტრუქციულები და სხვა რა უნდა ისაუბრონ?! ეს ერთი მხრივ კარგიცაა, რაც მეტი ოპონენტია, უფრო მეტი სიფხიზლეა" - აცხადებს ლადო კახაძე.

სუსი საოკუპაციო ძალების მიერ 21 წლის მამაკაცის გატაცების ფაქტს ადასტურებს

პრემიერი გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება

LIVE "ნიუსრუმიდან" - ეკა ბესელია