ავტორი:

ინდოეთსა და ბანგლადეშს დღეს ბოლო ათწლეულის ყველაზე ძლიერი ციკლონი დაატყდება თავს

ინდოეთსა და ბანგლადეშს დღეს ბოლო ათწლეულის ყველაზე ძლიერი ციკლონი დაატყდება თავს

დღეს ინდოეთსა და ბანგლადეში ქარიშხალ „ამფანს“ ელოდებიან. ციკლონი „ამფანი“ ბენგალის ყურეში წარმოიშვა. მედიის ინფორმაციით, ბენეგალის წარმოქმნიდან რამდენიმე საათის მანძილზე ეს იყო ყველაზე მძლავრი შტორმი, რომელიც ოდესმე აღრიცხულა, თუმცა მან მცირედით სიმძლავრე დაკარგა. ამ დროისათვის ზღვისპირა რეგიონებში ძლიერი წვიმა და ქარია. ბოლო ორი დღის განმავლობაში ინდოეთისა და ბანგლადეშის ხელისუფლების გადაწყვეტილებით სანაპირო ზოლიდან მილიონობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემია და დაწესებული რეგულაციები მოსახლეობის უსაფრთხო ზონაში გადაყვანას აფერხებს. ორივე ქვეყანაში სასწავლო დაწესებულებები და საჯარო შენობები დროებით თავშესაფრებად გადაკეთა, სადაც მოსახლეობას შორის დისტანცია დაცულია.

მეტეოროლოგების პროგონოზით, „ამფანი“ ბოლო ათწლეულის ყველა ძლიერი ქარიშხალი იქნება და ქარის სიჩქარე 185 კმ.სთ.-მდე გაიზდება. მათ ქარიშხალს ყველაზე მაღალი, მე-5 კატეგორია მიანიჭეს.

ინდოეთში მეხის ჩამოვარდნას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა (ფოტოები)

პაკისტანში 150 მფრინავი დააკავეს - "გასულ თვეს ყალბი ლიცენზიის მქონე პილოტის შეცდომას 97 ადამიანი ემსხვერპლა"

"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ნიღბის ტარება საკმარისი არაა... სასურველია, დისტანცია სულ მცირე ერთი მეტრით" - ჯანმო