ავტორი:

საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება

საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება

საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ ისაუბრა.

პრემიერის თქმით, ამის შემდეგ თითოეული მოქალაქის პირადი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზრდება და შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი გაქრება.

"დღეს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. სტაციონარში მკურნალობას გადის ერთდროულად 224 ადამიანი. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომ, გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, თუმცა ამავდროულად, ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვადებულებაა ქვეყანა ნელ - ნელა, რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ნორმალურს წესს დაუბრუნდეს.

ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, აღარ გაგრძელდეს "კომენდანტის საათი", თუმცა ვირუსი არსად არ წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი, რომელზეც დაზუსტებით ვერავინ ვერ ამბობს. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ, ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც მთავრობის, ასევე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო იზრდება და მოთხოვნა პირბადის,სოციალური დისტანციის და ასე შემდეგ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

დღეს მსოფლიოში უკვე ღიად საუბრობენ კორონასვირუსის მეორე ტალღის საფრთხეზე და ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი, როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ. უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესაბამისად, ჩვენ გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში დაგვჭირდება. ეს ის შეზღუდვებია, რომლებიც აუცილებელია რომ გავუმკლავდეთ ვირუსს და ფრთხილად და ეფექტურად ავამუშაოთ ეკონომიკა", - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით არის გამოცხადებული.

პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა შესაძლოა, რუსეთს აგრესიისკენ უბიძგოს - რაზე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა Financial Times-თან

"სომხური მხარე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამები, არასწორად იყო ინტერპრეტირებული" - დავით ზალკალიანი

"ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია" - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი