ავტორი:

რატომ ჩაისვა ათასობით შვედმა კანქვეშ მიკროჩიპი და რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები

რატომ ჩაისვა ათასობით შვედმა კანქვეშ მიკროჩიპი და რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები

შვედეთში უკვე წლებია ადამიანები კანქვეშ ჩასმულ მიკროჩიპებს ატარებენ. მიკროჩიპების იმპლანტაციის პროცესი 2015 წლიდან დაიწყო და როგორც გამოცემა euroweeklynews.com წერს, ამ დროისთვის მას 4 000-ზე მეტი შვედი იყენებს, რაც მათი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

მაღალტექნოლოგიური ჩიპი ბრინჯის მარცვლის ზომისაა და ის ხელში იდგმება.

შვედი მამაკაცი ჩიპის იმპლანტირებას იკეთებს - წყარო euroweeklynews.com

euronews.com 2018 წლის სტატიაში წერდა, რომ მიკროჩიპებმა უნდა გაამარტივოს ადამიანების ცხოვრება - მათ აღარ მოუწევთ პირადობის დამადასტურებელი ID ბარათების და უამრავი სხვა ბარათის ტარება, რადგანაც ყველაფერი ჩიპზეა დატანილი. მას იყენებენ სხვადასხვა დაწესებულებაში შესასვლელად, თანხის გადასახდელად, ტრანსპორტში და კიდევ ბევრი სხვა დანიშნულებით.

"ეს ტექნოლოგია წარმოუდგენლად მოსახერხებელია“, - ამბობს "ევრონიუსთან“ მიკრობიოლოგიის სპეციალისტი ბენ ლიბერტონი, რომელიც MAX IV-ის ლაბორატორიაში მუშაობს.

მთავარ საფრთხეზე საუბრისას ბიოტექნოლოგი ამბობს, რომ შესაძლოა, ყოველივემ პერსონალური მონაცემების დაუცველობის რისკი გააჩინოს, რადგანაც ხელში იმპლანტირებული მიკროჩიპიდან პერსონალური მონაცემების მოპარვა ძალიან მარტივია.

"მთავარი გამოწვევა მონაცემთა უსაფრთხოების დაცვაა, თუ ის კარგად არ იქნება დაცული, შეიძლება ვიღაცამ მარტივად მოიპაროს“, - ამბობს ლიბერტონი. მისივე თქმით, მეცნიერები მუშაობენ იმაზე, რომ ადამიანის პირადი მონაცემები მაქსიმალურად დაცული იყოს.

10 ქვეყანა, სადაც COVID-19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული ჰყავთ - როგორ შეიცვალა მსოფლიოში ეპიდსიტუაცია

ფაშინიანი კორონავირუსს და სარგსიანის დროინდელ მაფიოზებს ერთდროულად ებრძვის - რას ყვებიან სომხები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე

ავსტრალიას ბოლო ათწლეულის ყველაზე ძლიერი ქარიშხალი დაატყდება თავს