ავტორი:

ირაკლი კობახიძე - "გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი"

ირაკლი კობახიძე - "გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი"

გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ის ევროპული „საქართველოს წევრის" გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ზოგადად, ოპოზიცია „გოიმური ქცევებით და საუბრით გამოირჩევა“, რაც კარგად გამოჩნდა „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში.

„ძალიან მარტივად არის ყველაფერი, გოიმურად გამოიყურებიან, გოიმურად იქცევიან, შესაბამისად, მეტი არაფერია გოიმობა და ამ გოიმობის გამო, ისინი მიიღებენ პასუხს საზოგადოებისგან. გოიმობა რა არის - ყველამ კარგად იცის, საზოგადოებამ იცის, რას ნიშნავს გოიმური ქცევა და საუბარი და ეს ყველაფერი ვნახეთ ჩვენ მაგალითად, ლეიბორისტული პარტიის ოფისში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს, მსგავსი განცხადებები საზოგადოების პოლარიზაციას, კობახიძე ამბობს, რომ პოლარიზებას ერთადერთი რამ უწყობს ხელს და ეს არის კრიმინალები პოლიტიკაში.

„საქართველოში უნდა დასრულდეს ეს, როცა კრიმინალები რჩებიან პოლიტიკაში და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ," - აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ოპოზიციას გოიმური უწოდა, რასაც დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კობახიძე საკუთარი თავის შლეგად წარმოჩენას ცდილობს.

„რა უნდა გითხრათ, მე მგონი, ეს კაცი ცდილობს ჩვენს მოტყუებას... ზოგადად, კლასიკოსები გვყავს. მგონი, ბოროტი სულიც ახსენა, ხომ?! „გალაკტიონში არის დემონი, ჩემში კი უფრო ანგელოზია" - წალენჯიხელი გენიოსის სიტყვებით გველაპარაკა. მე მგონი, ცდილობს, რომ მოგვატყუოს, ასეთი სულელი არ შეიძლება რომ იყოს. კიდევ ერთი კლასიკოსია და ის ამბობდა ხოლმე - ბრძენი უნდა იყო და შლეგად უნდა მოაჩვენო ხალხს თავიო და მე მგონი, ცდილობს, რომ უფრო შლეგად მოგვაჩვენოს თავი, ვიდრე არის, იმიტომ, რომ ვერ წარმომიდგენია, ასეთი სისულელის კორიანტელი როგორ შეიძლება თქვას“, - განაცხადა ბოკერიამ.

პრემიერი გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება

LIVE "ნიუსრუმიდან" - ეკა ბესელია

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ბრალდებები ამერიკიდან; ოპოზიციის გეგმები; ხელისუფლების პოზიცია