ავტორი:

"როდესაც ამბობენ: რატომ არ შეიძლება მანქანაში წინ იჯდეს ადამიანი? ეს მიმაჩნია ახირებად, კაპრიზად" - თენგიზ ცერცვაძე

"როდესაც ამბობენ: რატომ არ შეიძლება მანქანაში წინ იჯდეს ადამიანი? ეს მიმაჩნია ახირებად, კაპრიზად" - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე იმ აკრძალვის შესახებ საუბრობს, რომელიც ბევრი მოქალაქის უკმაყოფილებას იწვევს - ეს ეხება ავტომანქანაში სამზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვას. აღნიშნულთან დაკავშირებით ცერცვაძემ "იმედის დღის" ეთერში ისაუბრა.

"მიმაჩნია ახირებად, როდესაც ადამიანი ამტკიცებს - რატომ არ შეიძლება მანქანაში იჯდეს სამი ადამიანი?! წინ იჯდეს ადამიანი?! ეს მიმაჩნია კაპრიზად, შარის მოდებად, თვითდამკვიდრების მცდელობად. რომ ამბობენ - როგორ, ქმარმა არ დასვას ცოლი გვერდით, ან შვილი, როცა ოჯახში ერთად არიან და კონტაქტში არიან?

ელემენტარულია, როცა მანქანები მოძრაობენ და წინ ზის ქალი თუ ბავშვი, როგორ გაიგოს პატრულმა, ცოლია, შვილია თუ მეზობელი, ან თანამშრომელი? კი, მართლაც ცოლი თუ არის და ოჯახში ერთად არიან, აზრი არ აქვს ამ შეზღუდვას, მაგრამ იქ ხომ უცხო პირებიც დაჯდებიან? წინ დაჯდომა მძღოლთან პირდაპირი კონტაქტია, რომ გადაედოს და სახიფათოა" - განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული აკრძალვების შესაბამისად, ნებადართულია მსუბუქი ავტომობილებით მგზავრობა იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის 2 უნდა იჯდეს უკანა სავარძელზე.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 22 მაისის ჩათვლით გრძელდება.

თბილისში მშობიარობისას 41 წლის ქალი გარდაიცვალა - "9-წლიანი ლოდინის შემდეგ გახდა დედა და ეს საშინელება მოხდა"

თამარ ბაჩალიაშვილის დედა - "პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და გადაუხადეს პანაშვიდი"

კაცი, რომელიც მოგებას ყიდის