ავტორი:

"ბოლნისის ორ სოფელში ახლა იტალია ხდება" - პაატა იმნაძე

"ბოლნისის ორ სოფელში ახლა იტალია ხდება" - პაატა იმნაძე

"ბოლნისის ორ სოფელში ახლა იტალია ხდება" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ წუხელ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე მსჯელობა იყო იმაზე, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს ბოლნისში სიტუაცია საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ.

"ბოლნისის ორ სოფელში, თუ მოსახლეობაზე გადავიანგარიშებთ, იქ ახლა იტალია ხდება. მსჯელობა იყო იმაზე, თუ როგორ უნდა მოხერხდეს აქ სიტუაციის კონტოლი. მით უმეტეს, საგანგებო სიტუაცია როდესაც გაუქმდება, მერე რა გზებით და საშუალებებით მოხერხდეს სიტუაციის კონტროლი" - აღნიშნა იმნაძემ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მუშევანსა და გეტაში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გუშინ გამართა.

შეხვედრისას განიხილეს ის სამედიცინო ღონისძიებები, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები აღნიშნულ ორ სოფელში ახორციელებენ. მათ შორის, მიმდინარეობს მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი და ტესტირება.

ბოლო მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 160 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 66 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

"ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე" - ნიკოლოზ ბასილაშვილი განცხადებას ავრცელებს

როგორ ეხმაურება The Guardian ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს - გავლენიანი გამოცემა ქართველ ჩოგბურთელზე წერს

ადვოკატის ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილი უკვე გათავისუფლებულია და სახლში იმყოფება