ავტორი:

"კომენდანტის საათი" 23 მაისის 00:00 საათიდან მოიხსნება

"კომენდანტის საათი" 23 მაისის 00:00 საათიდან მოიხსნება

საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" 23 მაისის 00:00 საათიდან მოიხსნება. როგორც ცნობილია, მთავრობა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძილების თხოვნით აღარ მიმართავს.

მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მაინც რჩება, მათ შორის - ავტომობილში მგზავრის წინ დასმაზე არსებული შეზღუდვა.

"მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, აღარ გაგრძელდეს "კომენდანტის საათი", თუმცა ვირუსი არსად არ წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი, რომელზეც დაზუსტებით ვერავინ ვერ ამბობს. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ, ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც მთავრობის, ასევე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო იზრდება და მოთხოვნა პირბადის, სოციალური დისტანციის და ასე შემდეგ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია." - აღნიშნა პრემიერმა მთავრობის გუშინდელი სხდომის დროს.

ცნობისთვის, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმედდა. 31 მარტიდან კი პრემიერის გადაწყვეტილებით კომენდანტის საათი მოქმედებდა, მოქალაქეებს 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გარეთ გასვლა ეკრძალებოდათ.

როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი - უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრებთან არსებული ტყის ფართობები გადაეცემა