ავტორი:

ავტომობილით 3 ადამიანის მგზავრობის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება

ავტომობილით 3 ადამიანის მგზავრობის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება

ავტომობილით 3 ადამიანის მგზავრობის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდონაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"ქვეყანა მზად არის გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს იმას, რომ გაუქმდება "კომენდანტის საათი". ამას მოყვება გარკვეული შემსუბუქებები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთ ავტომობილში სამი ადამიანის ყოფნის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდეს და სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში ეს შეზღუდვა გაუქმდეს" - აღნიშნა პრემიერმა.

განმარტებისთვის, აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ოჯახი ერთი ავტომანქანით გადაადგილებას შეძლებს, თუმცა ტაქსში მხოლოდ სამი ადამიანი უნდა იჯდეს, მათ შორის მძღოლი და ორი მგზავრი უკან.

პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა შესაძლოა, რუსეთს აგრესიისკენ უბიძგოს - რაზე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა Financial Times-თან

"სომხური მხარე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამები, არასწორად იყო ინტერპრეტირებული" - დავით ზალკალიანი

"ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია" - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი