ავტორი:

"ვიმედოვნებთ, სამშაბათისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ იქნება" - რატიანი

"ვიმედოვნებთ, სამშაბათისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ იქნება" - რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო ორი კვირაა, კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მედიკოსები იმედოვნებენ, რომ უახლოეს დღეებში კლინიკაში არც ერთი ინფიცირებული აღარ იქნება და ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდება.

“ბოლო ორი კვირაა, არც ერთი ახალი პაციენტი არ მიგვიღია. ყველას გამოჯანმრთელებას ველოდებით. ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე დღეში ჩვენს კლინიკას არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ეყოლება.

ერთი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, მას ამ ეტაპზე კოვიდინფექცია არ აქვს, ქრონიკული პათოლოგიები ვლინდება და რეანიმაციულ განყოფილებაში ამიტომ რჩება. დანარჩენ კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან არავითარი კლინიკური სიმპტომატიკა არ ვლინდება. ვიმედოვნებთ, სამშაბათისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ იქნება“, - განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 723-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 10- ით გაიზარდა და 495 გახდა.

წვიმა ელჭექით და სეტყვა - 26 მაისამდე საქართველოში უამინდობაა

მეუფე ნიკოლოზი - მთელი ტყეც რომ გადაეცეს ეკლესიას, ამისგან სიკეთეს მიიღებენ მხოლოდ ჩვენი შვილები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა