ავტორი:

ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების გახსნასთან დაკავშირებით

ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების გახსნასთან დაკავშირებით

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების წარმომადგენლებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, აქაც იქნება მნიშვნელოვანი სოციალური დისტანციის დაცვა.

"ჩვენ ყველა მაღაზიის წარმომადგენელთან ვმუშაობთ და პირველ რიგში, გვყავს დაყენებული მაღაზიები, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ქუჩის მხრიდან შესასვლელები და შემდგომ ის მაღაზიები, რომლებიც მუშაობენ მოლებში. მათთანაც ინტენსიური კომუნიკაცია და შეხვედრები მიმდინარეობს, როგორც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, ასევე ჩართულია შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი და ჩვენ ვმუშაობთ ასევე იმ მონიტორინგის სამსახურის ამუშავებაზე, როდესაც უკვე დადგენილი წესების გაკონტროლება მოხდება შრომითი ინსპექციის მხრიდან", - განაცხადა ტიკარაძემ.

მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები დაურიგა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა

როგორ მივხვდეთ, გვაქვს თუ არა კორონავირუსი გადატანილი და რამდენად სანდოა სეროპრევალენტური კვლევა, რომელმაც უსიმპტომო პაციენტები უნდა დაადგინოს

14-დღიანი სავალდებულო კარანტინი ან თვითიზოლაცია შეჯიბრის დაწყებამდე - როგორ შეიცვლება სპორტსმენების ცხოვრება კორონავირუსის პირობებში