ავტორი:

კარანტინის გამო სოფელში ჩასულმა ბავშვებმა, ბებიის ზეწრებში ოქროს ზოდები იპოვეს - დაუჯერებელი ამბავი საფრანგეთიდან

კარანტინის გამო სოფელში ჩასულმა ბავშვებმა, ბებიის ზეწრებში ოქროს ზოდები იპოვეს - დაუჯერებელი ამბავი საფრანგეთიდან

კარანტინის პირობებში ცხოვრება მოსაწყენია და განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომელთა გართობაც იზოლაციის პირობებში სულ უფრო რთულია.

ბევრმა ოჯახმა სოფელს მიაშურა, რათა ბავშვებს ეზოში თამაშის შესაძლებლობა ჰქონოდათ. საფრანგეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ოჯახმა კი კარანტინის დროს სოფელში ჩასვლის შედეგად, განძი იპოვა. ამის შესახებ BBC წერს.

ათი წლის ფრანგი ტყუპი ძმები ოჯახთან ერთად პარიზიდან ბაბუასთან ერთ-ერთ სოფელში წავიდნენ. ისინი ეზოში თამაშობდნენ, მამამ კი ბიჭებს უთხრა, რომ ბაღში სახლის მოსაწყობად შეეძლოთ გარდაცვლილი ბებიის ზეწრები გამოეყენებინათ.

როდესაც ბიჭები ზეწრებს იღებდნენ, ერთ-ერთი მათგანი მძიმე აღმოჩნდა. ზეწარში ოქროს ორი ზოდი იყო გახვეული. ბიჭების მამამ ზოდები ექსპერტს შეამოწმებინა, რომელიც ამბობს, რომ ისინი 1967 წელსაა შეძენილი.

გაირკვა, რომ ოქრო ბებიას, რომელიც უკვე გარდაცვლილია, უყიდია და შეუნახავს. თითოეული მათგანი 1 კგ-ს იწონის. ოჯახი მათ აუქციონზე გაყიდვას გეგმავს. ამ ეტაპზე ერთი ზოდის ღირებულება 40 ათასი ევროა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ოქროს ფასი დღითიდღე იზრდება, ამიტომ, ოჯახი აპირებს დაელოდოს მის კიდევ გაძვირებას.

"ვაპირებთ, ცოტა მოვიცადოთ, სანამ ოქრო კიდევ არ გაძვირდება“, - ამბობს ბიჭუნების მამა. მისივე თქმით, ამ ფულით პირველ რიგში, ეზოში აუზს გააკეთებს, რადგანაც ბავშვებს ყველაზე მეტად ეს სურთ.

ავსტრალიას ბოლო ათწლეულის ყველაზე ძლიერი ქარიშხალი დაატყდება თავს

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი საქართველოსთან დაკავშირებით მინისტრის განცხადებას განმარტავს

უკრაინელი დეპუტატი საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს