ავტორი:

25 მაისს სერია "ქართველი მეფეების" 30-ე ტომი "კვირიკე III" გამოიცემა

25 მაისს სერია "ქართველი მეფეების" 30-ე ტომი "კვირიკე III" გამოიცემა

25 მაისს, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სერია "ქართველი მეფეების" 30-ე ტომი "კვირიკე III" გამოვა.წიგნისსპეციალურიფასია 5.50 ლარი, გაზეთთანერთად - 7 ლარი.

შეგახსენებთ, რომ მკითხველთა თხოვნით, სერია გაგრძელდა და გამომცემლობა "პალიტრა L", პროექტის ფარგლებში, სულ 36 ტომს გამოსცემს.

ამჯერად, მკითხველი დეტალურ ინფორმაციას კახეთ-ჰერეთის მეფის კვირიკე III დიდის შესახებ მიიღებს.

კახეთ-ჰერეთისსამეფო დავით ქორეპისკოპოსისა და მისი შვილის, კვირიკეIII დიდისდროს შეიქმნა. სწორედ ამ უკანასკნელის მოღვაწეობასუკავშირდება რანთა და კახთა სამეფოს პოლიტიკურიგანმტკიცება, გაძლიერება და ფართო საერთაშორისოასპარეზზე გამოსვლა.

კვირიკეს ხანა კახეთ-ჰერეთის სამეფოს ისტორიაშიგამორჩეულია. კახეთი აღმოსავლეთ ქართულ სივრცეშიერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული რეგიონი ხდება. აღნიშნულსის გრანდიოზული მშენებლობებიც ადასტურებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კვირიკეს მეფობის დროს. განივრცო ალავერდის ტაძარი, მოხდა ახალი პოლიტიკურიცენტრის ფორმირება. დედაქალაქი გახდა თელავი, რომელიც, ტერიტორიული თვალსაზრისით, კახეთ-ჰერეთის ცენტრში მდებარეობდა. კვირიკეს მოღვაწეობამ კახეთ-ჰერეთის სამეფოს შემდგომი არსებობა თითქმის მთელისაუკუნით განამტკიცა.

კვირიკე III დიდი ოცდახუთი წლის განმავლობაში ახერხებდააღმშენებლობას, დიპლომატიურ ლავირებას, საზღვრებისდაცვას, ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობის უზრუნველყოფას, ფულის მოჭრასა და მრავალ სხვა ღონისძიებას, რომლითაც გამოირჩევა მისი მოღვაწეობა.

ამ და სხვა მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებს, რომლებიც კვირიკე III-ის მეფობის პერიოდს უკავშირდება, მკითხველი გაეცნობა "ქართველი მეფეების" 30-ე ტომში. იკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ოცდამეოთხე თავი)

როგორ გავატაროთ დრო სასიამოვნოდ სახლში მთელმა ოჯახმა - ოჯახური პაკეტი "გუდასგან"

"მარილი გემოვნებით" - ბებოს ნამზითვი ქვაბის ამბები