ავტორი:

23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება

23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება

23 მაისიიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიქტებშიც , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა

მისი თქმით, ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანცის დაცვა.

„23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიქტებშიც. ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანცის დაცვა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინი გაუქმებულია და საკარანტინე ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, სადაც ამ ეტაპზე აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები მინდინარეობს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

23 მაისიდან ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა კვლავ შეზღუდული იქნება, გარდა ონლაინ ვაჭრობისა - ირაკლი ჩიქოვანი

როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი - უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა