ავტორი:

ზუგდიდში კორონავირუსი 4 პირს დაუდასტურდა - "მათგან 3 არასრულწლოვანი ტრაილერის მძღოლის კლასტერიდანაა"

ზუგდიდში კორონავირუსი 4 პირს დაუდასტურდა - "მათგან 3 არასრულწლოვანი ტრაილერის მძღოლის კლასტერიდანაა"

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 4 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, - აღნიშნულის შესახებ "ინტერპტესნიუსს" ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, მალხაზ ბასილაიამ განუცხადა.

როგორც ბასილაია განმარტავს, ახალი შემთხვევების შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა.

"ინფიცირებულთა შორის 3 არასრულწლოვანი ტრაილერის მძღოლის კლასტერიდანაა, ხოლო ერთი ახალგაზრდა ქალბატონია, რომელსაც საზღვრის კვეთა ჰქონდა და ამ დრომდე საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

მანამდე კი, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 143 პირის კვლევა ჩატარდა. 139 ტესტის პასუხი უარყოფითია. უარყოფით პასუხებს შორის 19 არის ცხელების ცენტრების პაციენტების, მათ შორის ერთი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კონტაქტი. ასევე, აღნიშნულ პასუხებშია რეგიონის სამედიცინო პერსონალის, 55 პირის პასუხი, საბაჟოს თანამშრომლების, 59 პირის პასუხი და თვითიზოლაციაში მყოფი ექვსი ადამიანის პასუხი", - აცხადებს ბასილაია.

"ვიცნობ არსენ ტოროსიან... ცოტა მიკვირს მისგან ამ ტიპის "არადიპლომატიური განცხადება" - გამყრელიძის პასუხი სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს

"ქორწილის გადახდას შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით 10 კაციანს" - ამირან გამყრელიძე

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" გაუქმდა