ავტორი:

მოსკოვში დააკავეს ბანკზე თავდამსხმელი, რომელმაც მძევლები აიყვანა და აფეთქებით იმუქრებოდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

მოსკოვში დააკავეს ბანკზე თავდამსხმელი, რომელმაც მძევლები აიყვანა და აფეთქებით იმუქრებოდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

მოსკოვის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში "ალფა ბანკში" უცნობი პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. რუსული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი შენობის აფეთქებით იმუქრებოდა.

უკანასკნელი ცნობებით, დამნაშავე დაკავებულია. "ინტერფაქსი" იუწყება, რომ თავდამსხმელს ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოაჩნდა.

“სპეცრაზმმა შენობა შტურმით აიღო და დააკავა მამაკაცი, რომელიც შენობის აფეთქებით იმუქრებოდა. მას თან ჰქონდა ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობები“,-განუცხადეს „ტასს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სამართალდამცველების ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება რომ ბანკში იმყოფებოდა უცნობი მამაკაცი საჭმლის მიწოდების სერვისის ჩანთით და თქვა, რომ ჩანთაში ჰქონდა ასაფეთქებელი და თავს აიფეთქებდა.

"ინტერფაქსს" ანონიმურმა წყარომ შეატყობინა, რომ მამაკაცმა თავდაპირველად 6 მძევალი აიყვანა, ბოლოს კი ერთის გარდა ყველა გამოუშვა.

გამოცემა ТАСС კი წერს, რომ თავდამსხმელი ფინანსური პრობლემების გამო ბანკისგან დიდ თანხას მოითხოვდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მოსკოვში ერთ-ერთი საჭმლის მიტანის სერვისში კურიერად მუშაობს. ის რუსეთის მოქალაქეა.

ბანკის შენობის მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე სამართალდამცველების ალყაშია, გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა, გადაადგილება ეკრძალებათ მოქალაქეებსაც.