ავტორი:

"ბასილაშვილი ცოლზე წლები ძალადობდა... კონტრაქტი ჰქონდათ გაფორმებული, დუმილის სანაცვლოდ ფულს უხდიდა" - ჟურნალისტის სკანდალური პოსტი

"ბასილაშვილი ცოლზე წლები ძალადობდა... კონტრაქტი ჰქონდათ გაფორმებული, დუმილის სანაცვლოდ ფულს უხდიდა" - ჟურნალისტის სკანდალური პოსტი

ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით, რომელიც ყოფილ მეულეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, "ფეისბუქის" პირად გვერდზე სკანდალურ პოსტს აქვეყნებს:

"მოკლედ, კიდევ ერთხელ რომ განგიმარტოთ, ზოგიერთი ჩლუნგი რომ არ გამოხტეს მერე - კულუარული ინფორმაცია ბევრი წელია მაქვს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის ცოლზე ძალადობდა და ბევრი წელია დაშორებულები არიან. შერიგდნენ, დაშორდნენ. ნელი, იგივე ნეკა დოროყაშვილს ჰქონდა ოფიციალური კონტრაქტი გაფორმებული მეუღლესთან, რომლის მიხედვით ბასილაშვილი მას ყოველ თვე ასი ათას ლარს ურიცხავდა. ბავშვს ბასილაშვილი ნახულობდა სოც მუშაკის ნებართვით და იშვიათად!

ამ კონტრაქტის სანაცვლოდ, დოროყაშვილი იყო ჩუმად. ჩემი ბოლო ინფორმაციით, მან მოითხოვა კონტრაქტის პირობების შეცვლა და სამასი ათასი ლარი ყოველთვიურად, რაზეც უარი მიიღო.

ნიკოლოზ ბასილაშვილს შვილი ჰყავდა თავისთან სახლში წამოყვანილი, სოცმუშაკის დასწრების გარეშე, ზუსტად ერთ საათში მასთან სახლში მიდის ყოფილი ცოლი და იქ იწყება კონფლიქტი. რის შემდეგაც დოროყაშვილი იძახებს პოლიციას და ბასილაშვილს აპატიმრებენ!

ის, რომ ძალადობა მიუღებელია, ამაზე დავწერო??? თუ მიხვდება ზოგიერთი ჩლუნგი თავისით! ქალი, რომელიც სოლიდური ფულის სანაცვლოდ არის ჩუმად და გაზრდილი თანხის მოთხოვნაზე უარის შემდეგ ასაჯაროებს ამას, მითხარით, მე ვარ რამის გამპრავებელი??

ნელი დოროყაშვილს არასდროს ჰქონდა პრობლემა, საჯაროდ ეთქვა სიმართლე, თუმცა დაკარგავდა ოფიციალური კონტრაქტით გაწერილ ფულს.

აქვე, სახლს სადღაც ბაგებში, მანქანას, კომერციულ ფართს ვერაზე და ა.შ

კაცი რომ ქალზე ძალადობ, სი** ხარ, მაგრამ სორი, მაგრამ ქალი გავამართლო?

ერთმანეთზე უარესების ამბავია", - წერს მაგდა კლდიაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბასილაშვილი 100 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილს უახლოეს პერიოდში გაათავისუფლებენ. მისი თქმით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

„დანაშაულს არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ არაფერი ჩაუდენია, მტკიცებულებები არ არსებობს“, - განაცხადა ჭკადუა.

ბრალდების მხარე, საქართველოს პროკურატურა კი დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.