ავტორი:

ველოსიპედისტი, რომელსაც "კომენდანტის საათის" მოხსნის შემდეგ ავტომანქანა დაეჯახა, ცნობილი ფსიქიატრია

ველოსიპედისტი, რომელსაც "კომენდანტის საათის" მოხსნის შემდეგ ავტომანქანა დაეჯახა, ცნობილი ფსიქიატრია

22 მაისის ღამით, მას შემდეგ რაც ქვეყანაში "კომენდანტის საათი" გაუქმდა, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა ველოსიპედისტს დაეჯახა.

ველოსიპედს ცნობილი ექიმი-ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი და ნარკოლოგი, ფსიქოსოციალური კვლევის და მომსახურების ასოციაცია "ნებას" დამფუძნებელი დავით ანდღულაძე მართავდა. მას AMBEBI.GE-ის საიტის მკითხველიც კარგად იცნობს, რადგან სხვადასხვა თემაზე ჩვენი ჟურნალისტები ხშირად წერდნენ მასთან ინტერვიუს.

AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, ანდღულაძე გვიან ღამით სამსახურიდან სახლისაკენ ველოსიპედით მიემართებოდა, რა დროსაც თამარაშვილის ქუჩაზე ავტომანქანა დაეჯახა. მძღოლმა შემთხვევის ადგილი არ მიატოვა და თავადვე გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რომელიც დროულად მივიდა ადგილზე და დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.

AMBEBI.GE ანდღულაძის ოჯახს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, ფსიქიატრმა ავარიის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღო - მას გატეხილი აქვს ნეკნები, დაზიანებული აქვს ფილტვი, ასევე მიიღო ზურგის ტვინის დაზიანება. ჩაუტარდა ერთი გადაუდებელი ოპერაცია.

ჯერჯერობით პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა, თუმცა ოჯახის განცხადებით მისი მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება, პერიოდულად კონტაქტურია და ექიმები დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემთხვევაზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაიწყო.

"ჩემი დაწინაურება რურუას საქმესთან არანაირ კავშირში არაა" - თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილე

პოლიციამ გორში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე გიორგი კანდელაკის შვილი დააკავა

"დამნაშავეც რომ ვყოფილიყავი, ვანო ზარდიაშვილი რა შუაშია"? - რას ამბობდა აბრალავა ერთი წლის წინ ნორვეგიაში დაკავების თაობაზე?