ავტორი:

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული - ლამაზმანის ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული - ლამაზმანის ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც ყოფილ ცოლზე ძალადობა ედება ბრალად, შეყვარებულია. მისი მეგობარი გოგონა გერმანელი სპორტსმენი შარლოტა ელენაა, რომელთანაც, როგორც ჩანს, ბასილაშვილს კარგა ხანია რომანტიკული ურთიერთობა აქვს.

შარლოტა ნიკას მსგავსად, ჩოგბურთელია. ის "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ყველაზე წარმატებულ ქართველ ჩოგბურთელთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც თებერვალში, ერთ-ერთ საზღვაო კურორტზეა გადაღებული.

"ცოტაოდენი სიყვარული ხომ არ გინდათ?" - ასათაურებს გოგონა ფოტოს.

როგორც ჩანს, შარლოტი ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის წევრებსაც იცნობს. წყვილის ფოტოებზე კომენტარებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა, თენგო ბასილაშვილიც აკეთებს. ცნობილია, რომ სავარაუდოდ, შარლოტა ახლა ნიკოლოზთან ერთად თბილისში იმყოფება. სასამართლოსთან გადაღებულ კადრებში ჩოგბურთელის ოჯახთან ერთად ისიც ჩანს.

მოცემულ ფოტოზე შარლოტი ნიკოლოზის ძმის ცოლთან ერთადაა აღბეჭდილი

ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეს, რომელთანაც ახლა სამართლებრივ დავაშია, 2019 წელს, 6-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაშორდა. ნეკა დოროყაშვილს და ნიკოლოზ ბასილაშვილს ერთი ვაჟი ჰყავთ.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

როგორ გამოიყურება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - სასწავლებლის პირველი ფოტოები გავრცელდა

ძაღლი "კუპატა", რომელიც ბავშვებს გზაზე გადასვლაში ეხმარება, ბათუმში შენობის კედელზე დახატეს - ნახეთ ფოტოები

ქართული სამზარეულოს გაცნობა აჭარული ხაჭაპურით, ბათუმიდან დაიწყეთ - რას წერს ბრიტანული გამოცემა საქართველოზე