ავტორი:

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისთვის 100 000 დოლარის გადახდაზე უარს ამბობს - ადვოკატი წყვილის "მორიგების აქტის" დეტალებზე

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისთვის 100 000 დოლარის გადახდაზე უარს ამბობს - ადვოკატი წყვილის "მორიგების აქტის" დეტალებზე

ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისთვის მორიგების აქტით გათვალისწინებული 100 000 დოლარის გადახდაზე უარს ამბობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნიკოლოზ ბაისლაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, სპორტსმენმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თანხასთან დაკავშირებით საკითხი საზოგადოებაში სპეკულირების საგნად იქცა და ითქვა, თითქოს ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეს თანხას „გაჩუმების“ სანაცვლოდ უხდის.

„ნიკოლოზ ბასილაშვილმა განქორწინების შემდეგ ყოფილ მეუღლეს გარკვეული ქონება სასამართლოს გარეშე, მორიგების აქტით გადასცა, რადგან თავისი შვილისა და მისი შვილის დედის ცხოვრება უზრუნველეყო. ამ მორიგების აქტში ასევე ჩაიწერა, რომ ბასილაშვილი ყოფილ ცოლს 100 000 დოლარს მისცემდა. ნიკოლოზმა მას უთხრა, რომ ამ თანხით ბიზნესი დაეწყო, რათა დამატებით კიდევ ჰქონოდა შემოსავალი. მან ასევე ყოფილ ცოლს კომერციული ფართები გადასცა, საიდანაც ყოველთვიურად შემოსავალი აქვს, ოდენობას არ დავასახელებ. ნიკოლოზ ბასილაშვილს ამ 100 000 დოლარიდან 15 000 დოლარი გადახდილი აქვს, დანარჩენი ამ თვის ბოლომდე უნდა გადაუხადოს. რადგანაც ეს თემა სპეკულაციის საგანი გახდა, თურმე, ბასილაშვილი ყოფილ ცოლს თანხას იმიტომ უხდის, რომ რაღაცაზე დადუმდეს და რაღაცაზე გაჩუმების სანაცვლოდ უხდის, ჩვენ შევწყვიტავთ ყველაფრის გადახდას. თუ ვინმეს რამე სათქმელი აქვს, თუ ვინმეს რამე მტკიცებულება აქვს, წარმოადგინოს.

ნიკამ თანაცხოვრებისას შეძენილი ქონებიდან ყოფილ ცოლს იმაზე მეტი მისცა, ვიდრე ეკუთვნოდა, დაახლოებით, 70% მისცა მათი საერთო შეძენილი ქონებიდან. მეტი არანაირი შეთანხმება არ ყოფილა და არანაირ 100 000-ს არ უხდის არც თვეში და არც წელში გარდა, ალიმენტისა“, - აცხადებს ჭკადუა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე გუშინ იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

სოფო კილაძის ყოფილ ქმარს პატიმრობა შეეფარდა

"ტემპერატურა 37 გრადუსამდე გაიზრდება" - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ყველას დაინფიცირების წყარო ცნობილია - მარინა ეზუგბაია