ავტორი:

"ზურა დოიჯაშვილს თბილისში აღარ აქვს საცხოვრებელი..." - მომღერლის მეგობრები თბილისის მერს თხოვნით მიმართავენ

"ზურა დოიჯაშვილს თბილისში აღარ აქვს საცხოვრებელი..." - მომღერლის მეგობრები თბილისის მერს თხოვნით მიმართავენ

ცნობილი მომღერლისა და კომპოზიტორის ზურა დოიჯაშვილის მეგობრები თბილისის მერს კახი კალაძეს დახმარებას სთხოვენ. დოიჯაშვილის დასახმარებლად, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაშია, მეგობრები ქალაქის მერს სთხოვენ, მომღერლის ოჯახს დედაქალაქში საცხოვრებელი ფართი გადაეცეს, რადგან დოიჯაშვილს საქართველოში საცხოვრებელი აღარ აქვს:

"ბატონო კახი, მოგახსენებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ღირსეული ქართველი მომღერალი, მუსიკოსი, თავის საქმის უდაო პროფესიონალი, გამორჩეული ხმის ტემბრის ქართველი ვარსკვლავი, კოლორიტი თბილისელი - ზურა დოიჯაშვილი, ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ჯანმრთელობის პრობლემების გაუარესების გამო, ის დღემდე აპარატზეა მიერთებული, თუმცა ებრაელი ექიმები ზურა დოიჯაშვილის გამოჯანმრთელების საქმეში ძალ-ღონეს არ იშურებენ და ახლობლებსაც გვაიმედებენ.

რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ თხოვნას თქვენთან: ზურა დოიჯაშვილს თბილისში უკვე აღარ აქვს საცხოვრებელი, მათი პირადი პრობლემის გამო ოჯახი 1 წლის წინ დარჩა ამ მდგომარეობაში და მოუწიათ ისრაელში გადასვლა. ზურას ოჯახს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებასთან ერთად, თან დაერთო მსოფლიო პანდემია და გლობალური კრიზისი.

გთხოვთ, თბილისში მას და მის ოჯახს გადასცეთ საცხოვრებელი ფართი, სადაც ზურა დაბრუნდება ოჯახთან ერთად და გააგრძელებს თავის საყვარელ ქალაქში ცხოვრებას და მოღვაწეობას, ისევ ისეთი ენერგიული და მოტივირებული, როგორც აქამდე" - ნათქვამია პეტიციის ტექსტში, რომელიც პროდიუსერ ბესო ჩუბინიძის ინიციატივით შეიქმნა და მას უკვე 700-მდე ხელმომწერი ჰყავს.

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება - როდიდან შეძლებენ მშობლები დარეგისტრირებას და რა ეტაპებია გასავლელი?

Europcar Georgia კომპანიებს საოპერაციო ლიზინგის მომსახურებას სთავაზობს

5-6 მარტს საქართველოში ტემპერატურა 20 გრადუსამდე მოიმატებს - როდიდან გაუარესდება ამინდი?