ავტორი:

ხედავთ თუ არა მაჟორიტარად თენგიზ ცერცვაძეს? - რას პასუხობს შეკითხვას კახა კალაძე

ხედავთ თუ არა მაჟორიტარად თენგიზ ცერცვაძეს? - რას პასუხობს შეკითხვას კახა კალაძე

პარლამენტში პრემიერის მოსმენაზე მისულ კახა კალაძეს ჟურნალისტებმა შეკითხვები დაუსვეს, მათ შორის დაინტერესდნენ როგორი იქნება "ქართული ოცნების" საარჩევნო სია.

"თუ ხედავთ თქვენს გუნდში მაჟორიტარად თენგიზ ცერცვაძის ადგილს? არის საუბარი ამის შესახებ კულუარებში" - ჰკითხა ჟურნალისტმა პარტიის გენერალურ მდივანს.

"არ მინდა ამაზე საუბარი. თენგიზ ცერცვაძე არის ერთ-ერთი საუკეთესო ინფექციონისტი, წარმატებული ადამიანი. რაც შეეხება ვინ იქნება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სიაში, მაჟორიტარულ ოლქებში წარმოდგენილი, ეს ყველაფერი ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის" - განაცხადა კალაძემ შეკითხვის პასუხად.

გიგი უგულავა ზუგდიდში, გიგა ბოკერია კი - ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქებში - ვინ იქნებიან "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში

"საპარლამენტო მდუმარებაში" - 21 დეპუტატი, ვისაც 2019 წელს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით ერთხელაც არ უსარგებლია

გახარია პირველი, კობახიძე მეორე? -  "ქართულმა ოცნებამ"  საარჩევნო სიის პირველი  ათეული შესაძლოა უკვე  მიმდინარე კვირას წარადგინოს