ავტორი:

რას ამბობს გახარია საგანგებო მდგომარეობის დროს დაწერილი ჯარიმების შესაძლო ჩამოწერის შესახებ

რას ამბობს გახარია საგანგებო მდგომარეობის დროს დაწერილი ჯარიმების შესაძლო ჩამოწერის შესახებ

პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას უპასუხა დეპუტატის შეკითხვას, აპირებს თუ არა სახელმწიფო საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწერილი ჯარიმები ჩამოაწეროს მოქალაქეებს ვისაც ამის გადახდის საშუალება არ აქვს. პრემიერის თქმით, ეს საკითხი ჯერ არ განიხილება, თუმცა, შესაძლოა ნაწილი გადაიხედოს.

"ჯარიმა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის იყო შემაკავებელი ინსტრმენტი და ჩვენ ეს გამოვიყენეთ საკმაოდ ეფექტურად, განსაკუთრებით, მას შემდგომ, როცა, რეკომენდაციებმა ეფექტურად არ იმუშავა.

დაჯარიმებული მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც დაარღვიეს სხვადასხვა სახის სერიოზული შეზღუდვა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში იყო დაწესებული, იყო 9000.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და არ არავინ არ იცის ჩვენ ასეთი შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება კიდევ როდის და რა მოცულობით მოგვიწევს. ამიტომ, პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერავის ვერ მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას. ეს ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რამეთუ შემდგომში პრევენციის შემაკავებელი ძალა ამ ინსტრუმენტების უბრალოდ არ იმუშავებს.

მესმის, რომ გარკვეული ნაწილი ჯარიმების შემდგომისთვის არის გადასახედი, ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუმცა, ასევე კარგად გვესმის რომ ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა და ჩვენ აქ ვერანაირ მითითებას, მითუმეტეს, დირექტიულს ვერ მივცემთ პარლამენტს", - განაცხადა გახარიამ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ივანიშვილს 7-8 წლის ასაკში ფარული შეხვედრა ჰქონდა ბრეჟნევთან - აი, თურმე მაშინ დალაგდა მისი შემოსვლა პოლიტიკაში" - როგორ ეხმაურებიან მმართველ გუნდში ელდარ გოგოლაძის ინტერვიუს

"რადიკალური ოპოზიცია ამზადებს მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლის მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი შესაძლებელია" - ირაკლი კობახიძე