ავტორი:

შსს-ს პასუხი ბათუმის აქციის მონაწილეებს - "ვასაჯაროებთ ვიდეოკადრებს, სადაც დაკავებულების ხულიგნობის ფაქტია ასახული"

შსს-ს პასუხი ბათუმის აქციის მონაწილეებს - "ვასაჯაროებთ ვიდეოკადრებს, სადაც დაკავებულების ხულიგნობის ფაქტია ასახული"

შინაგან საქმეთა სამინისტრო კადრებს ავრცელებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც 7 მაისს აჭარის 2 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დღეს, დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს და ძალადობრივი მეთოდებით გზის გადაკეტვას შეეცადნენ.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც მიმდინარე წლის 7 მაისს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 2 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს წარედგინა ბრალდება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.

დღეს, დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მსვლელობისას შეეცადნენ ცენტრალური გზის გადაკეტვას.

პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა გააგრძელეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას.

პოლიციის მიერ ბათუმში მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 30 პირი." - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"მიუხედავად იმისა, რომ ლაშქარავას ორგანიზმში 5 ნივთიერება იქნა აღმოჩენილი, სიკვდილის მიზეზზე რაიმე დასკვნების საფუძველი ექსპერტიზას არ აქვს" - ექსპერტი

"შემომთავაზეს ნებისმიერ ქვეყანაში გაქცევა, მაგრამ უარი ვთქვი" - დავით კუტალაძე

"მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი" - ხმაური დავით კუტალაძის პროცესზე, ჟურნალისტებმა ის სხდომათა დარბაზიდან შეძახილების ფონზე გააცილეს