ავტორი:

"თავისით გამოისახა ჯვარიც და ზეთი წამოვიდა..." - რა მოხდა თიკა მახალდიანის სახლში დედის ორმოცამდე რამდენიმე დღით ადრე

"თავისით გამოისახა ჯვარიც და ზეთი წამოვიდა..." - რა მოხდა თიკა მახალდიანის სახლში დედის ორმოცამდე რამდენიმე დღით ადრე

მომღერალ თიკა მახალდიანის დედის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. 50 წლის თამარ ანთელავა საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც მოპირდაპირე კორპუსიდან პოლიციელის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა.

ორმოცამდე რამდენიმე დღით ადრე თიკა მახალდიანის და მისი მეუღლის თემო პირველაშვილის სახლში უჩვეულო მოვლენა მოხდა, რის შესახებაც პირველაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"არ ვიცი როგორ ავხსნა, მაგრამ ფაქტია რასაც ხედავთ. ერთი წლის უკან ვაკურთხებინე სახლი, მეც ვესწრებოდი მამაომ ეს სტიკერები, რომელზეც ჯვარია გამოსახული, თავის ხელით მიაკრა ყველა ოთახში და შესასვლელ კარზეც, აპკურა ნაკურთხი წყალი და წაუსვა ზეთი.

მის მერე ერთი წელი გავიდა, ყველგან გაშრა წყალიც და ზეთიც. სახლში დაბრუნების დროს, კარებს რომ ვაღებ, სულ ვუყურებ ამ სტიკერს და ეხლა ამ წუთში სახლში მოვედი, აი ამას შევესწარი. მეთქი თიკამ წაუსვა, მაგრამ აღმოჩნდა რომ არაფერი არ წაუსვია და თავისით გამოისახა ჯვარიც და ეს ზეთი თავისით წამოვიდა. ხელით შევეხე ერთ წვეთს და ჩვეულებრივი ახალი ზეთია. დაილოცოს განგება, უფალო დაგვიფარე და შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილი!" - წერს თიკა მახალდიანის მეუღლე.

საქმეზე დაკავებულია პოლიციელი სოსო გაბრიაძე, რომელსაც გამოძიება თამარ ანთელავას განზრახ მკვლელობას ედავება. შეგახსენებთ, შემთხვევა 2020 წლის 19 აპრილს დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სოსო გაბრიაძემ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან, კუთვნილი "ვიკინგის" მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. სროლას რამდენიმე ასეულ მეტრში მდგარ მოპირდაპირე კორპუსში, თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა.

"გივი რომ სავადმყოფში იწვა, კახი მის საწოლს არ მოშორებია... ახლა, თქვენი მეგობრობა იქ გაგრძელდება" - რას წერს მამუკა ონაშვილი ცნობილ მსახიობებზე?

"ბედნიერებაა, როდესაც თავს გესხმის ის, ვინც შენს მიერ გავრილოვის პარლამენტიდან გაგდებაზე ბოდიშებს იხდიდა მოსკოვში" - რას პასუხობს სალომე სამადაშვილი ნინო ბურჯანაძეს

"ხვალ ჩემი შვილის დაბადების დღეა და მასთან არ ვიქნები... ვერ დავაღწიე თავი საავადმყოფოს, ვერ დავიბრუნე ხალისი" - ხიდაშელის ემოციური პოსტი კლინიკიდან