ავტორი:

განათლება პანდემიის რეჟიმში – რას მიხვდნენ სასწავლო დაწესებულებები და დამსაქმებლები

განათლება პანდემიის რეჟიმში – რას მიხვდნენ სასწავლო დაწესებულებები და დამსაქმებლები

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო ასეთი კრიზისის წინაშე არ ყოფილა. პანდემიამ, რომელმაც მსოფლიო მოიცვა, ერთი ხელის მოსმით გაანადგურა მილიონობით სამუშაო ადგილი და ქვეყნები ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. თუმცა სახელმწიფო ვალდებულება, რომელიც ეკონომიკური პროცესების შეჩერებას მოითხოვდა, მოწოდებული იყო ჯანმრთელობისთვის და მასთან არგუმენტირებული შეწინააღმდეგება შეუძლებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, შეჩერდა წარმოებები, ტურიზმი და სტუმარმასპინძლობის ბიზნესი. საქმიანობების მხოლოდ ნაწილმა შეძლო დისტანციურ, ონლაინ მოდელზე გადასვლა და სწორედ ეს აღმოჩნდა მათი წარმატების გასაღები. თუმცა აქ მხოლოდ ერთეული ბიზნესის წარმატებაზე არ იყო საუბარი. თითოეული ასეთი შემთხვევა საზოგადეობის კეთილდღეობაზე ახდენდა პოზიტიურ გავლენას, ადამიანებს ეპიდემიის და განსაკუთრებული სტრესის ფონზე უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობას სთავაზობდა და საბოლოოდ კი, ეკონომიკას სრულად გაჩერების საშუალებას არ აძლევდა.

საინტერესოა, თუ გადავხედავთ სტატისტიკას, რომელმა კომპანიებმა შეძლეს საქმიანობის სწრაფი ადაპტაცია და ონლაინ რეჟიმზე გადასვლა და რაზე იყო ეს დამოკიდებული. როგორც ირკვევა, ეს პროცესი ორმა ფაქტორმა განსაზღვრა: თუ რამდენად მოქნილი იყო კომპანიის საქმიანობა და მენეჯმენტი და რამდენად ჩართული იყო ამ პროცესში უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტები და მიღწევები. ეს საკითხი დიდწილად დამოკიდებულია კომპანიის მმართველებზე, იმაზე თუ მმართველობის და საქმიანობის რა მეთოდს და სტილს ირჩევენ ისინი. ციფრული ადაპტაცია მოახერხეს მხოლოდ იმათ, ვისაც შესაბამისი გამოცდილება ჰქონდა. ამ გამოცდილების მთავარი წინაპირობა კი განათლებაა. დღეს მსოფლიომ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ციფრულ ტექნოლოგიებთან სიახლოვეს. ტოპ რეიტინგებში შემავალი უნივერსიტეტები უკანასკნელ წლებში კარგად მიხვდნენ განათლებაში ტექნოლოგიების ჩართვის აუცილებლობას და ამას წარმატებითაც აკეთებენ. სწორედ ეს აქცევს მათ მოწინავე უნივერსიტეტებად და სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს იმას, რომ მათი კურსდამთავრებულები ყოველთვის მოთხოვნადები არიან დასაქმების ბაზარზე. ისინი, ვინც კარგად ისწავლა და გააცნობიერა, პრაქტიკაში ნახა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიებს ბიზნესის მართვაში და სწორედ ეს აქცევს მათ წარმატებულ კადრებად.

რა ხდება საქართველოში? – საქართველოშიც ისევე, როგორც მსოფლიოში უკვე სამი თვეა ეკონომიკა ფაქტობრივად გაჩერებულია. საქმიანობის ციფრულ ფორმატზე გადასვლა კი მართლაც ერთეულებმა შეძლეს. თუმცა ყველამ კარგად გააცნობიერა, რომ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმთან დაბრუნებისთანავე, მათ აუცილებლად უნდა მოახდინონ ციფრული ადაპტაცია. ეს არის წარმატებისა და კრიტიკულ პერიოდებში გადარჩენის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა.

როგორც გამოჩნდა, საგანმანათლებლო სისტემა საქართველოში მზად არ იყო ციფრული გარდაქმნისთვის. ბევრი უნივერსიტეტის ტექნოლოგიური აღჭურვილობა იმისთვისაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ მათ სწავლება ონლაინ რეჟიმში უპრობლემოდ გადაეტანათ. არათუ სტუდენტებისთვის ტექნოლოგიების მაღალ დონეზე შესასწავლად. ეს დასტურია იმისა, რომ ტექნოლოგიურ განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლებას ისინი დიდ ყურადღებას არ აქცევენ. საერთო სურათის შეფასებისას აღმოჩნდა, რომ გამონაკლისი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტია. ეს არის უნივერსიტეტი, რომელმაც ტექნოლოგიები განათლების განუყოფელ ნაწილად აქცია და განაცხადა, რომ ბიზნესის მართვა, მენეჯმენტი თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ეს არის წარმატების საწინდარი და კოვიდ19–მა ეს ნათლად დაანახა საქართველოს ისევე, როგორც მთელ მსოფლიოს.

რით განსხვავდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და მისი სამაგისტრი პროგრამა სხვებისგან? – ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც „სილიკონ ველი თბილისის“ ფარგლებში დაარსდა და წარმოადგენს სრულიად განსხვავებულ, დასავლური სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო სივრცეს თავისი უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამებით, ინოვაციების ხელშეწყობით, სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირებითა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირებით.

უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ მათ დასაქმების ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბაზარი კარგად შეისწავლეს და ანალიზის საფუძველზე დაასკვნეს, რომ მენეჯერი ტექნოლოგიური უნარების გარეშ ვერ ახერხებდა საქმის მაღალ დონეზე მართვას. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეს სამაგისტრო პორგრამაში მენეჯმენტისა და ტექნოლოგიების გაერთიანება.

„შევქმენით სასწავლო პროგრამა, რომელიც მენეჯმენტსა და ტექნიკურ საგნებს ერთმანეთთან კავშირში მოიცავს. ეს კი მათ მაღალი რგოლის წარმატებულ მენეჯერებად და მმართველებად აქცევს. დღევანდელმა სიტუაციამ კარგად დაგვანახა, რომ მხოლოდ მაღალტექნოლოგიურმა გადაწყვეტებმა შეძლეს ბიზნესის გადარჩენა და მათ, ვისაც ტექნოლოგიებზე დაფუძნებული, ალტერნატიული გზები ჰქონდათ საქმიანობისთვის, შეძლეს საქმიანობის გაგრძელება. სხვა ყველაფერი უბრალოდ გაჩერდა. სწორედ ასეთ გამორჩეულ მენეჯერებსა და ლიდერებს ზრდის ჩვენი უნივერსიტეტი, რომლებიც კონკურენტუნარიანი არიან არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც,“ – აცხადებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე.

აღნიშნული პროგრამის მიზნებში ვკითხულობთ:

  • მოგამზადოთ ბიზნესის ადმინისტრირებაში სიღრმისეული ცოდნის მქონე პროფესიონალად;
  • მოგცეთ კომპეტენცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნესის ეფექტურად და ეფექტიანად მართვისათვის;
  • შეგძინოთ უნარები, მაღალტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით, შეძლოთ ინოვაციური ბიზნეს პროექტების ინიცირება და მართვა, საწარმოო პროცესების დაგეგმვა, შეფასება და კონტროლი.

მნიშვნელოვნად გაზრდილი უმუშევრობის, გაჩერებული ბიზნესები და გაურკვეველი მომავლის ფონზე სწორედ ასეთ პროგრამებზე იზრდება მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით და მათ შორის, საქართველოშიც.

პირველი ქართული აპლიკაცია ორსულებისთვის "გაგუას კლინიკისგან“, რომელიც ყველა საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით

ვენური უკმარისობის დროული დიაგნოსტირება და მართვა თავიდან აგვარიდებს მძიმე გართულებას - ვენების თრომბოზს

თვალღიაობისა და ცრემლდენის მკურნალობის უახლესი მეთოდები საქართველოში დაინერგა - ინოვატორი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსია“