ავტორი:

უდაბნოს კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევა ბოლო 27 წლის განმავლობაში - ინდოეთი მწერებს ებრძვის

უდაბნოს კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევა ბოლო 27 წლის განმავლობაში - ინდოეთი მწერებს ებრძვის

ინდოეთს უდაბნოს კალიები შეესივნენ და ქვეყანას კორონავირუსის პანდემიასთან ერთად, კალიებთანაც უწევს ბრძოლა.

როგორც BBC წერს, კალიები ინდოეთში პაკისტანიდან ხანგრძლივი მუსონური წვიმის გამო მოხვდნენ. გამოცემის ცნობით, კალიებმა მნიშვნელოვნად დააზარალეს ინდოეთის დასავლეთი ნაწილი. სპეციალისტების თქმით, ისინი ჭამენ ყველაფერს - ბოსტნეულს, ნათესებს, ნარგავებს, ფოთლებს, ხილს. შესაბამისად, პანდემიის გამო გამწვავებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, კალიების შემოსევა კიდევ უფრო დიდი საფრთხის შემცველია.

სპეციალისტების თქმით, ბოლო 27 წლის განმავლობაში, ინდოეთში, ეს უდაბნოს კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევაა.

გამოწვევას უკვე დიდი ხანია ებრძვის პაკისტანი. პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, საფრთხე ძალიან დიდია. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა წლებია გაყინულია, კალიების შემოსევა გახდა ის საკითხი, რომელზეც ამ ორი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თანამშრომლობა დაიწყეს.

როგორც BBC წერს, კალიები გუნდებად გადაადგილდებიან და თითოეულ გუნდში დაახლოებით, 40 მილიონი კალიაა. ექსპერტების თქმით, ისინი იმდენად სწრაფად გადაადგილდებიან, რომ შეუძლიათ 1 დღეში 400 კმ დაფარონ.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გაფრთხილებაში ვკითხულობთ, რომ ეს მწერები ძალიან დიდი სისწრაფით ვრცელდებიან და თუ დროზე არ მოხდა მათთან ბრძოლა, მათი რაოდენობა შესაძლებელია, 500-ჯერ გაიზარდოს.

2003-2005 წლებში დასავლეთ აფრიკის ქვეყნებს კალიებმა 2.5 მილიარდის ზარალი მიაყენა, მაგრამ მაშინ შემოსევის მასშტაბები გაცილებით მცირე იყო. FAO-ს შეფასებით, უდაბნოს კალია დედამიწაზე ყოველი მეათე ადამიანის ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას, რის გამოც ყველაზე საშიშ მავნე ორგანიზმად ითვლება.

ისტორიაში პირველად კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდი გაუშვეს - SpaceX-სა და NASA-ს ახალი პროექტი

რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" გამოცხადდა - აშშ-ში შავკანიანი მამაკაცის გარდაცვალების გამო, პროტესტი გრძელდება

ბრაზილიაში ერთ დღეში COVID-19-ის 26 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იტევს, ქვეყანა სამედიცინო და პოლიტიკურ კრიზისშია