ავტორი:

რა რეკომენდაციას აძლევს ჯანმო საქართველოს ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით

რა რეკომენდაციას აძლევს ჯანმო საქართველოს ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის უფროსი ოფიცრის, კატერინ სმოლვუდის შეფასებით, საქართველომ „უკიდურესად კარგად იმუშავა“ ვირუსის გავრცელების კონტროლის მიმართულებით. მისივე განცხადებით, ტურისტების მიღების მიზნით, ქვეყანა უნდა დარწმუნდეს, რომ სასტუმრო სექტორს უსაფრთხოების ყველა ზომის დანერგვა შეუძლია, ჯანდაცვის სისტემას კი შესწევს ძალა, რომ ვირუსის ნებისმიერი შემთხვევა მართოს იმ რეგიონში, სადაც ტურიზი ყველაზე მეტად განვითარებულია. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხო განაცხადა, თუ რამდენად უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა საქართველო ტურისტებისთვის.

„ბევრი ქვეყანა, რომელსაც აქვს ძლიერი ტურიზმის სექტორი, ელოდება ამ სექტორების ხელახლა უსაფრთხოდ ამუშავებას, ისე, რომ ყველა პირობა იყოს გათვალისწინებული, რომ როდესაც ტურისტი ამ ქვეყანას ესტუმრება, იცოდეს, რომ ის მიიღებს ყველა სახის მზრუნველობასა და მომსახურებას, რაც მას შეიძლება დასჭირდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დანერგილი უნდა იყოს. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, ვითარება იცვლება და ძალიან ძნელია იმის თქმა თუ კონკრეტულად რა ვითარება იქნება იქ ერთი ან ორი თვის შემდეგ. ამ მომენტში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ უკიდურესად კარგად იმუშავა ვირუსის გავრცელების კონტროლის მიმართულებით და უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში 100 შემთხვევაზე ნაკლებია დაფიქსირებული. ეს არის ქვეყანა, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ვირუსის გადაცემის მაჩვენებელი მინიმუმზე შეინარჩუნოს. ეს ტენდენცია, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს და ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, რათა მან უზრუნველყოს ტურისტების ვიზიტი ქვეყანაში. რაც შეეხება თავად ტურისტებს, ყველა ქვეყანა უნდა იყოს მზად, რომ გაუმკლავდეს, აღმოაჩნინოს და უსაფრთხოდ აკონტროლოს ვირუსის გავრცელების იმპორტირებული შემთხვევები. იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტები იმოგზაურებენ ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით სოფლის ტიპის დასახლებებში, მთიან რეგიონში, საქართველო უნდა დარწმუნდეს, რომ განთავსების ადგილებსა და სასტუმროებს ექნებათ შესაძლებლობა ყველა უსაფრთხოების პირობის დანერგვის და რომ ჯანდაცვის სისტემა მზად არის, დაავადების ნებისმიერ შემთხვევას გაუმკლავდეს იმ რეგიონებში, სადაც ტურიზმი ეკონომიკის მძლავრი ნაწილია,“- განაცხადა კატერინ სმოლვუდიმ.

ხვალ რიკოთის გვირაბში მანქანების მოძრაობა 6 საათით აიკრძალება

3 მოწვევის მილიონერი დეპუტატი, რომელიც მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველია - გოჩა ენუქიძის ოჯახი და უძრავი ქონება

როდის აღდგება ავიამიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის