ავტორი:

გიორგი გახარია სამეგრელოში მჟორიტარად იყრის კენჭს?

გიორგი გახარია სამეგრელოში მჟორიტარად იყრის კენჭს?

ბოლო დღეებია ვრცელდება ინფორმაცია მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ, რომლის თანახმადაც, შესაძლოა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვება მოუხდეს გიორგი გახარიას, რაც ერთი შეხედვით, დაუჯერებელი ჩანს, რადგან კორონავირუსის გავრცელების წარმატებით შეკავების საქმეში საზოგადოება პროფესიონალებთან ერთად, მის დამსახურებასაც ხედავს.

ერთ-ერთი ვერსიით, "ქართული ოცნება" გახარიას მთავრობიდან წასვლას და ოპოზიციაში ფორმალურ გადასვლას, ოპოზიციური ძალების დასაქსაქსად გეგმავს.

რიგი მედიასაშუალებები უფრო შორსაც წავიდნენ და მის შემცვლელად გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა დაასახელეს.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი:

- სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება ამ თემაზე, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გახარიას დღეს და ხვალ არავინ შეცვლის, უფრო მოსალოდნელია, რომ გახარია გადადგეს არჩევნების წინ და ჩაუდგეს "ქართული ოცნების" სიას სათავეში და როგორც მაჟორიტარმა, ერთ-ერთ რეგიონში, კერძოდ, სამეგრელოში იყაროს კენჭი, სადაც, ვფიქრობ, ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართება.

მისი ოპოზიციაში ფაქტიურად თუ ფიქტიურად წასვლა, ძალიან არარეალური მგონია და ამ ვერსიას სერიოზულად ვერ აღვიქვამ.ქვეყანას არ აქვს ახლა ფუფუნება, რომ პრემიერები იცვალოს ძალიან ბევრი საქმე ძალიან სწრაფად არის გასაკეთებელი. გახარიამ კი, როგორც მენეჯერმა, საკუთარი შესაძლებლობები უკვე კარგად აჩვენა.

- მედიაში მის სავარაუდო შემცვლელად გრიგოლ ლილუაშვილს ასახელებენ...

- ამაზე ლაპარაკი იყო ჯერ კიდევ პანდემიამდე, მგონი, ახლა ამ თემების წამოწევას პანდემიამდელი პერიოდის ინერციით ცდილობენ. კორონავირუსმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა. გახარიას შესაძლო შემცვლელად ლილუაშვილის გარდა, არჩილ თალაკვაძე და ეკა ტიკარაძეც სახელდებოდნენ, ეს ყველაფერი უსაფუძვლო ხმებია, რაზეც კომენტარს ვერ გავაკეთებ. წაიკითხედ სრულად

თბილისის 8 ოლქიდან 6-ში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია

"იმედი" უკრაინულ გამოცემაზე დაყრდნობით სავარაუდოდ, სააკაშვილი-ადეიშვილის სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს

LIVE "ნიუსრუმიდან" - გიგა ბოკერია