ავტორი:

დაავადება, რომელთანაც კავშირში ყველაზე ხშირად მოიხსენიება „კალციუმი“, შედის სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებათა ჩამონათვალში

დაავადება, რომელთანაც კავშირში ყველაზე ხშირად მოიხსენიება „კალციუმი“, შედის სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებათა ჩამონათვალში

როგორ უნდა შევარჩიოთ კალციუმი ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს?_ ეს კითხვა თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ბევრისთვის არის მნიშვნელოვანი და საყურადღებო. აღნიშნული თემის ირგვლივ მნიშვნელოვან რჩევებს და ამომწურავ ინფორმაციას მოგვაწვდის ექიმი რევმატოლოგი, პროფესორი, საქართველოს ოსტეოპოროზის ასოციაციის პრეზიდენტი, ქ-ნი ლალი კილასონია.

_ ქალბატონო ლალი, 21-ე საუკუნეში, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიმართულია სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებების საწინააღმდეგო მედიკამეტების შექმნისკენ, გამოცდისკენ _ რამდენად აქტუალურია კალციუმზე ლაპარაკი?

_ შეგახსენებთ, რომ დაავადება, რომელთანაც კავშირში ყველაზე ხშირად მოიხსენიება „კალციუმი“, ასევე შედის სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებათა ჩამონათვალში. ეს ოპტეოპოროზია _ ჩონჩხის ძვლების სისტემური დაავადება, რომელსაც თან სდევს ძვლის რაოდენობის კლება ,,ცოტა ძვალი", და დაბალტრავმული მოტეხილობების მაღალი რისკი. ორგანიზმისთვის აუცილებელ 5 ელემენტს შორის „კალციუმი“ უმნიშვნელოვანესია. ადამიანის ორგანიზმში 1-1,2 კგ კალციუმია, რომლის 99% ძველბშია, 1% კი ქსოვილოვან სითხეებში. „კალციუმი“ არა მარტო ჯანმრთელი ჩონჩხის ფორმირებას განაპირობებს, ასევე იგი მონაწილეობს ბევრ სხვა სასიცოცხლო პროცესებში, როგორიცაა ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობა, კუნთების კუმშვადობა, სისხლის შედედების პროცესები, ფერმენტებისა და ჰორმონების აქტივაციის პროცესი. ასე, რომ „კალციუმი“ აქტუალური იყო, არის და იქნება არა მარტო რევმატოლოგებისთვის, არამედ პედიატრებისთვის, ენდოკრინოლოგებისთვის, ნევროლოგებისთვის.

_ ცნობილია, რომ „კალციუმი“ საკმარისი რაოდენობით არის საკვებ პროდუქტებში. შესაძლოა თუ არა სწორი კვებით ან კალციუმის პრეპარატების მიღებიით ოსტეოპოროზის თავიდან აცილება ან მისი პროფილაქტიკა?

_ მოდით, პროფილაქტიკით დავიწყოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოსტეოპოროზი არის ძვლოვან სისტემაში მიმდინარე იმუნური ანთება, რომლის პათოგენეზში მონაწილეობას ღებულობს მთელი კასკადი იმუნური მედიატორების _ ე.წ. ციტოკინების; თუმცა ერთი კონკრეტული გამომწვევი დღემდე არ არის გამოვლენილი.

ამასთანავე არსებობს დიდი ჩამონათვალი რისკ ფაქტორებისა, რომელთა შორის წამყვანია კალციუმის არაადაეკვატური მოხმარება, კალციუმის დეფიციტი ორგანიზმში. ასე, რომ ბავშვთა ასაკში, პუბერტატულ პერიოდში, როცა იწყება და მომდინარეობს ჩონჩხის ფორმირება, კალციუმით მდიდარი საკვების მიღება ძალზედ მნიშვნელოვანია. თუმცა ისიც უნდა დავამატოთ, რომ როგორც საკვები პროდუქტის, ასევე კალციუმის მიღების პროცესში, ახალგაზრდა ასაკშიც კი ხდება კალციუმის მხოლოდ 30-40% შეწოვა. კალციუმის დადებითი ბალანსი დამოკიდებულია მისი შეწოვის ხარისხზე ნაწლავების დისტალურ ნაწილში, პარათჰორმონისა და D ვიტამინის კონცენტრაციაზე. ითვლებოდა, რომ კალციუმის დღიური ნორმა მოზარდებში 500 მგ-ია, ხოლო მოზრდილებში 1000-1500 მგ. ეს, შეიძლება ითქვას, ქრესტომატიული ცოდნაა, რომელიც არა მარტო ექიმებს, არამედ მოსახლეობასაც აქვს; ამიტომ მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი მედიკამენტების ტოპ-ათეულში კალციუმის პრეპარატებს წამყვანი ადგილი უჭირავთ.

_ როგორია „კალციუმის“ ადგილი ოსტეოპოროზის მკურნალობაში?

_ გასული საუკუნის 80-იან წლებიდან, მას მერე რაც ოსტეოპოროზი კვალიფიცირდა, როგორც დამოუკიდებელი დაავადება და დაიწყეს მისი სამკურნალო პრეპარატების შემუშავება, „კალციუმის“ აქტუალურობა გაიზარდა და აი რატომ: დღემდე ოსტეოპოროზის მკურნალობაში ბაზისურ პრეპარატებად ითვლება ბისფოფონატები, მათ ანტი რეზორფციულ პრეპარატეს უწოდებენ. მათი მიღების რეჟიმი ინტერმისიულია, მოქმედების მექანიზმი სრულიად ,,უნიკალური". ისინი ძვლოვან ქსოვილში კალციუმის ჰიდროქსი აპატიტიდან კალციუმის გამოძევებას ,,ახერხებენ" შესაბამისად ითვლებოდა და ითვლება, რომ ამ პრეპარატის პარალელურად პაციენტები აუცილებლად უნდა ღებულობდნენ „კალციუმს“.

წლების განმავლობაში მთელი მსოფლიოს რევმატოლოგები, მათ შორის ჩვენც ვიყენებდით კალციუმის მაღალი დოზის შემცველობის პრეპარატებს (ასეთი პრეპარატების ჩამონათვალი დიდია), ვიყენებდით ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მაგრამ სიტუაცია შეიცვალა მას მერე, რაც 2017 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ენდოკრინოლოგთა საზოგადოებამ სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე D ვიტამინის დეფიციტის პანდემია გამოაცხადა. აღმოჩნდა, რომ პლანეტის ყოველ მეორე მაცხოვრებელს D ვიტამინის დეფიციტი აქვს. გაჩნდა დიდი რაოდენობა კლინიკური კვლევებისა, რომ D ვიტამინის დეფიციტის პირობებში მნიშვნელოვნად მცირდება მიღებული „კალციუმის“ შეწოვა და რაც საყურადღებოა, მცირდება გამოყენებული პრეპარატების ანტი რეზორბციული ეფექტი. მსგავსი შედეგები უკვე ჩვენც გაგვაჩნია, ჩატარებული ,,შიდა" კვლევების საფუძველზე. ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა შეცვალა დამოკიდებულება კალციუმის პრეპარატების მიმართ. ის ფაქტი, რომ ოსტეოპოროზით დაავადებულთა დიდ ნაწილს (85-95%-ს) D ვიტამინის დეფიციტი აღენიშნებათ ოსტეოპოროზის მკურნალობაში აუცილებელს ხდის მონოთერაპიას D ვიტამინების პრეპარატებით, ამასთანავე ყურადღება კვლავ გამახვილდა კალციუმით მდიდარ საკვებსა და კალციუმის შედარებით დაბალი დოზის შემცველ პრეპარატებზე. მხოლოდ D ვიტამინის ნორმალური რაოდენობა ორგანიზმში იძლევა გარანტიას კალციუმის ადეკვატური შეწოვისა და ანტიოსტეოპოროზული პრეპარატების ეფექტურობისას.

_ იქონია თუ არა ამ ფაქტმა ზეგავლენა კალციუმის პრეპარატების გამოყენების დროს?

_ დიახ, სწორედ აქედან დაიწყო ურთიერთობა კალციუმის ისეთ პრეპარატთან, როგორიც არის „კალციმერინი“, მესამე თაობის უნიკალური ფორმულის მქონე პრეპარატი, მასში კალციუმი წარმოდგენილია: კალციუმის ლაქტო გლუკონატი (10,50მგ) და კალციუმის კარბონატის (1046,33 მგ) კომბინაციით რომელიც გვაძლევს 400 მგ იონიზირებულ კალციუმს; არ შედის რეაქციაში კუჭის წვენთან, არ იწვევს მის შებოჭვასა და სეკრეციის დათრგუნვას, შესაბამისად ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით კუჭის ნებისმიერი მჟავიანობის პირობებში.

ცნობილია, რომ კალციუმის გამოყენების დროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენაა შეკრულობა, „კალციმერინში“ კალციუმის და მაგნიუმის რაოდენობრივი შეფარდება ძალიან ხელსაყრელია ამ მოსალოდნელი გვერდითი მოვლენის თავიდან ასაცილებლად. D 3 ვიტამინის არსებობა პრეპარატის კომპლექსში არ გვიშლის ხელს D ვიტამინით დამუკიდებელი მონოთერაპიის ჩატარებაში, მეორეს მხრივ კი ლოკალურად მნიშვნელოვნად ზრდის კალციუმის შეწოვის ხარისხს.

„კალციმერინი“, ისევე როგორც კალციუმის ყველა პრეპარატი მიიღება კვების პროცესში ან კვების შემდეგ აქვს უსაფრთხოების მაღალი იდნექსი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს - პრაქტიკულად არ შეიცავს კონსერვანტებსა და ემულგატორებს. რაც მის მიღებას კიდევ უფრო უსაფრთხოს ქმნის.

ასეთია დღევანდელი ტენდენციები ოსტეოპოროზის მართვის დროს. ვნახოთ რა იქნება ხვალ.

R

აჭარაში კვების ობიექტებში სტანდარტების დანერგვის პროცესი გრძელდება

წვრილი ნაწლავის პათოლოგიების აღმოჩენა 12-18 საათში ენდოკაფსულის მეშვეობით შესაძლებელია - ინტერვიუ ექიმ-ენდოსკოპისტთან

იყიდე 1 ლარად 177 628 ლარი ! ოქროს ბურთის წარმოუდგენლად იაფი ჯეკპოტი!