ავტორი:

ერთადერთი ქალი, რომელიც ჰიტლერს უყვარდა, მისი დის შვილი იყო - ფიურერის "აკრძალული სიყვარულის" ამბავი

ერთადერთი ქალი, რომელიც ჰიტლერს უყვარდა, მისი დის შვილი იყო - ფიურერის "აკრძალული სიყვარულის" ამბავი

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მმართველის, ადოლფ ჰიტლერის ბიოგრაფიაში ბევრი ბურუსით მოცული და საინტერესო ფაქტი იმალება და ეს საიდუმლოები მხოლოდ მის პოლიტიკურ მოღვაწეობას არ უკავშირდება. "მონსტრი ფიურერის" პირადი ცხოვრების შესწავლისას ბევრ იდუმალებით მოცულ ამბავსაც გაიგებთ.

ერთ-ერთი ასეთი ამბავი ჰიტლერისა და მისი ნახევარდის, ანგელა ჰამიჩის შვილის, გელი რაუბალის ურთიერთობას უკავშირდება.

ზოგი ამბობს, რომ გელი რაუბალი იყო ქალი, რომლის გარდაცვალებამაც ადოლფ ჰიტლერი სასტიკ ადამიანად აქცია. ის იყო ადოლფის სისასტიკის გამაღვივებელი პირველი თესლი.

თუმცა სანამ მის გარდაცვალებაზე ვისაუბრებდეთ, ამბავი თავიდან დავიწყოთ....

1925 წელს ადოლფ ჰიტლერმა თავისი ნახევარდა ანგელა მიუნხენში მიიწვია და თავის სახლში დიასახლისად დააწყებინა მუშაობა. ანგელასთან ერთად ჰილტერთან საცხოვრებლად გადავიდნენ მისი ქალიშვილები, გელი და ელფრიდი. გელი მაშინ 17 წლის იყო.

  • აკრძალული სიყვარულის ამბავი

ჰიტლერი გოგონას გარეგნობით მაშინვე მოხიბლულა და ამბობდა, რომ "უჩვეულო სილამაზე“ ჰქონდა. იმ მომენტიდანვე, როდესაც გელიმ ჰიტლერის სახლში შეაბიჯა, ადოლფი თვალსაწიერის მიღმა არ უშვებდა და გვერდიდან არ იშორებდა.

ჰიტლერისა და გელი რაუბალის ურთიერთობის ბუნება დღემდე საიდუმლოდ რჩება. ამბობენ, რომ ეს იყო "აკრძალული სიყვარული" და რომ ჰიტლერს თავისი დის შვილი სიგიჟემდე შეუყვარდა. მათ შორის ხშირი იყო სკანდალური ინტიმური შეხვედრები, ეჭვიანობა. უცნობია პასუხობდა თუ არა გოგონა ჰიტლერის სიყვარულს სიყვარულითვე.

ჰიტლერის ნახევარდა ანგელა, ორი წლის განმავლობაში უვლიდა ადოლფის სახლს და მისი დიასახლისი იყო, ორი წლის შემდეგ კი, ფიურერმა უთხრა, რომ სხვა, უფრო დიდ სახლში გადასულიყო, ხოლო გელი მასთან, მიუნხენში დაეტოვებინა.

ანგელა წავიდა, გელი კი ჰიტლერთან დარჩა. ზოგიერთს სჯერა, რომ მას უბრალოდ სხვა არჩევანი არ ჰქონდა. არავინ იცის დარჩენის მიზეზი - თავისი სურვილი იყო ეს, თუ შიშით ნაკარნახევი ნაბიჯი. სიმართლე ისაა, რომ ის დარჩა ჰიტლერთან და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მიუნხენის აპარტამენტში ერთად ცხოვრობდნენ.

ბევრი, ვინც ამ წყვილს იცნობდა, ირწმუნებოდა, რომ მათ შორის მუდმივი ეჭვიანობა იყო. გელი უამრავ კაცს მოსწონდა და მასთან ფლირტს არ ერიდებოდნენ, რადგანაც ის არა ჰიტლერის საყვარელ ქალად, არამედ მის დის შვილად მიაჩნდათ. ყოველივე ჰიტლერს წარმოუდგენლად აბრაზებდა, საუბრობენ იმაზეც, რომ თავის მხრივ, გელი მოდელ ევა ბრაუნზე ეჭვიანობდა.

ჰიტლერი აკონტროლებდა ქალის სოციალურ ცხოვრებას, კარნახობდა, თუ ვისთან და როდის შეეძლო წასვლა. აუკრძალა ვენის მუსიკალურ სკოლაში სიარული. სამსახურიდან ათავისუფლებდა ყველა კაცს, რომელიც გელის "სხვანაირად“ შეხედავდა.

  • გარდაცვალების საიდუმლოებით მოცული ამბავი

1931 წლის 19 სექტემბერს გელი რაუბალი საკუთარ საძინებელში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი თავისივე სისხლის გუბეში იყო, რომელიც გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობიდან მოსდიოდა. იარაღი, რომლიდანაც სავარაუდო გასროლამ ქალი იმსხვერპლა, გარდაცვლილის გვერდით იპოვეს.

ამბობდნენ, რომ საქმე სუიციდს ეხებოდა, თუმცა საზოგადოებაში სხვა ვერსიასაც განიხილავდნენ, რომლის თანახმადაც, გოგონა ჰიტლერის მტრებმა მოკლეს.

ფიქრობენ, რომ გელიმ ამდენ კონტროლს და თავისუფლების ასეთ შეზღუდვას ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა ჩატარებულმა გამოძიებამ ვერ აჩვენა აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ ეს სუიციდი იყო.

როდესაც საზოგადოებამ გელის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, ზოგი ამბობდა, რომ მას ცხვირი ჰქონდა გატეხილი, ზოგი ამბობდა, რომ ორსულად იყო. ოფიციალური ცნობა იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია გარდაცვალება, არ არსებობს, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა საკითხთან დაკავშირებით ჭორები. ამბობდნენ იმასაც, რომ ჰიტლერმა ის საკუთარი ხელით მოკლა.

გელის გარდაცვალებამ ჰიტლერზე გამანადგურებლად იმოქმედა. მასთან დაახლოებული პირები ჰყვებოდნენ, რომ ამ ამბავმა ჰიტლერის დამოკიდებულება ადამიანებისადმი მთლიანად შეცვალა.

  • ადოლფ ჰიტლერი უდავოდ იყო ლიდერი, რომელსაც არ ჰქონდა ადამიანური მიდგომები, თუმცა მას ჰქონდა ცხოვრებაში ერთი სისუსტე და ეს გელი რაუბალი იყო.

გელის გარდაცვალების შემდეგ, ჰიტლერმა მიუნხენი დატოვა. ამბობდნენ, რომ ამ ამბის შემდეგ ფიურერს ღრმა დეპრესია სტანჯავდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ფაქტობრივად, არავისთან კონტაქტობდა და იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ მან თავი მოიკლა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ამბის შემდეგ გახდა ის ვეგეტარიანელი.

როდესაც ჰიტლერი ისევ გამოჩნდა, ის სულ სხვანაირი ადამიანი იყო. "კეთილი ჰიტლერი" არავის უნახავს. ფიურერი გახდა სასტიკი თავისი ოჯახის წევრების მიმართაც.

გელი რაუბალის დედამ მასთან მუშაობა შეწყვიტა, ფიურერთან ურთიერთობაზე უარი თქვეს ოჯახის სხვა წევრებმაც.

ცნობილია, რომ ის გელის ოთახში ხშირად ლოცულობდა მისთვის, წელიწადში ორჯერ - გელის დაბადების დღესა და მისი გარდაცვალების დღეზე ოთახს ყვავილებით ავსებდა.

გელი რაუბალის საიდუმლოებით მოცული გარდაცვალება ჰიტლერის პირად ცხოვრებაში დღემდე ყველაზე ბნელ წერტილად რჩება და სწორედ ამის შემდეგ გახდა ისეთი, როგორიც მთელ მსოფლიომ გაიცნო - "მონსტრი ფიურერი“.

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! - კალათბურთელი ფარზე საქართველოს დროშით ავიდა

PechaKucha Night Tbilisi საინტერესო სიახლეებით ბრუნდება

ზიდანების ოჯახის მთავარი ქალი - 4 შვილის დედა, 48 წლის ვერონიკა, რომლის იდეალური ფორმები აღფრთოვანებას იწვევს (+ფოტოები)