ავტორი:

"შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოსალოდნელიც იყო, რომ შემთხვევების რაოდენობამ იმატოს" - ამირან გამყრელიძე

"შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოსალოდნელიც იყო, რომ შემთხვევების რაოდენობამ იმატოს" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, სიტუაცია საგანგაშო არ არის, თუმცა, ის საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"დღეს დილისთვის 11 შემთხვევა გვაქვს. მოგეხსენებათ, ეს არ არის ის რიცხვი, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით და ვერ ვმართავთ, ამიტომ ერთის მხრივ არავითარი საშიშროება არ არის, მაგრამ მეორეს მხრივ, მეტი სიფრთხილე გვმართებს, რამეთუ, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოსალოდნელიც იყო, რომ შემთხვევების რაოდენობამ იმატოს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს მატება ყოველთვის მართვადია და იქნება მართვადი.

ამავე დროს, გუშინ ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. იცით, რომ დღეს ყველაზე ცხელი წერტილი ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელი მუშევანი გვაქვს, სადაც ყველაზე მეტი - 55 შემთხვევა იყო მანამდე დაფიქსირებული. ეს არის საკმაოდ მოზრდილი სოფელი, სადღაც, 700-მდე მცხოვრებით, აქედან 55-მდე ადამიანი გვყავდა სამკურნალოდ გადაყვანილი, დაახლოებით, 60-მდე ადამიანი იყო კარანტინში გადაყვანილი.

გუშინ მოეწყო მასობრივი ტესტირების აქცია სოფელ მუშევანში, რომელიც ძალიან კარგად დააორგანიზა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, გუბერნიამ და ბოლნისის მუნიციპალიტეტმა. ჩვენგან ეპიდემიოლოგთა 8 ბრიგადა იყო წასული, ასევე ერთი ადგილობრივი ბრიგადა, მეც გახლდით ადგილზე, ვნახე ყველაფერი, ხალხი იყო ძალიან ორგანიზებული, სოფლის 9 წერტილში ხდებოდა ბიოლოგიური ნიმუშების აღება.

გუშინ ჩვენ 574 ბიოლოგიური ნიმუშის აღება შევძელით, მათ შორის, ნახევარზე მეტი გამოკვლეული იქნა ლუგარში, ორი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, დანარჩენების კვლევა დღეს მიმდინარეობს და მოგახსენებთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"არსებობს კანონი, მორალი... არა მგონია, რომელიმე გაძლევდეთ უფლებას მოზარდს  ნაბ....რი ეძახოთ" - რას წერს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ძაღლის წამების ვიდეოზე

ომალოში პოლონელი ტურისტი დაშავდა - მეხანძრე-მაშველებმა ის თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს

"კახეთში კორონავირუსის ინფექციის წყარო არ არის, ინფიცირებულია ტრაილერის მძღოლი, რომელიც რუსეთიდან შემოვიდა" - ამირან გამყრელიძე