ავტორი:

"გუშინ ვაკვირდებოდი... ბევრ ავტობუსში დაცულია წესები, თუმცა მიკროავტობუსში არა და გასაფრთხილებელია ეს ხალხი" - გამყრელიძე

"გუშინ ვაკვირდებოდი... ბევრ ავტობუსში დაცულია წესები, თუმცა მიკროავტობუსში არა და გასაფრთხილებელია ეს ხალხი" - გამყრელიძე

ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით, შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან, იმ ფონზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მოსახლეობას წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა.

ამასთანავე, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს „კოვიდ 19“-თან ერთად თანაცხოვრება, რადგან ის ამ წლის ბოლომდეც არსად წავა.

"ჩვენ ვამბობდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში, ყველა ქვეყანაში მოხდა ეს და მოხდება ჩვენთანაც, რომ შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს.

ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში აუცილებელია, რომ ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაძლევთ. არ ვიყოთ ძალიან ახლოს, ყველა უნდა იყოთ ნიღბით. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა.

გუშინ მე ვაკვირდებოდი ქალაქში რომ გადავაადგილდებოდი, რამდენად არის დაცული წესები და ძალიან გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში, თუმცა არა მიკროავტობუსში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი, პატიოსნად იყო დაცული წესები. დღეს მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანთა მიღების, რიგში დგომისა და შესაბამისად, დამცავი საშუალებებით აღჭურვა.

მოვუწოდებ საზოგადოებას, პანიკის არანაირი საფუძველი არ არის, ჩვენთან ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია. გვექნება ახალი შემთხვევები 3, 5, 10, 15 - არ არის ეს დიდი პრობლემა, ეს მართვადია და ყველა ადამიანი ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჯანმრთელდება. ძალაში რჩება ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად“. მოგვიწევს ეს. კოვიდი დღეს, ხვალ, ზეგ არ გაქრება, არც ამ წლის ბოლომედ არ გაქრება, ამიტომ უნდა დავიცვათ წესები,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

დახურულ სივრცეში, ტრანსპორტსა და ტაქსში პირბადის გარეშე მყოფი პირი 20 ლარით დაჯარიმდება

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ პოპულარული მოდელების შეძენა უპრეცედენტო ფასადაა შესაძლებელი