11 აგვისტოს დილით თურქეთის სამხრეთ-აღმოსვლეთით, კირკუკ-ჯეიჰანის ნავთობსადენის ერთ-ერთ მონაკვეთზე აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი - მძიმედ დაშავდა, იტყობინება "Reuters"-ი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქებას ძლიერი ხანძარი მოჰყვა. დაზიანებულ ნავთობსადენში ნავთობის გადაქაჩვა შეჩერდა და შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ.
სააგენტოს მომაცემებით, ადამიანები, რომლებიც ტარაგიკულ ინციდენტს ემსხვერპლნენ, ნავთობსადენის აფეთქებულ მონაკვეთთან ახლოს ავტომობილით მიდიოდნენ, ავტობომილი ცეცხლში გაეხვა, რასაც მისი აფეთქება მოყვა. ინციდენტი სირნაკის პროვინციაში ერაყის საზღვრიდან, დაახლოებით, 100 კმ-ს მანძილზე მოხდა.
სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ეს ტერაქტი იყო, რომელზეც პასუხისმგებლობას ისინი ქურთისტანის მუშათა პარტიას აკისრებენ.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.