ავტორი:

"არსებობს კანონი, მორალი... არა მგონია, რომელიმე გაძლევდეთ უფლებას მოზარდს  ნაბ....რი ეძახოთ" - რას წერს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ძაღლის წამების ვიდეოზე

"არსებობს კანონი, მორალი... არა მგონია, რომელიმე გაძლევდეთ უფლებას მოზარდს  ნაბ....რი ეძახოთ" - რას წერს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ძაღლის წამების ვიდეოზე

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ძაღლის წამების უმძიმესი კადრები იყო ასახული. ვიდეოზე ჩანდა ერთი ძაღლის მიერ მეორის დაგლეჯვა და ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, მოზარდი აქეზებდა. ვიდეო "ფეისბუქზე" უამრავმა ადამიანმა გააზიარა და საზოგადოების დიდი ნაწილი ნანახმა შეაშფოთა.

დაიწერა უამრავი მოსაზრება და შეფასება, რომელთა ავტორებიც ფაქტს გმობდნენ. მოგვიანებით "ფეისბუქმა" ვიდეო დაბლოკა.

მომხდარ ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმიანება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი, ვახტან ლომჯარია. როგორც ლომჯარია წერს. საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქმე მოზარდს და ძალიან მგრძნობიარე ასაკს ეხება. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს ვრცელდება საკმაოდ მძიმე კადრები ერთი პატრონიანი ძაღლის მიერ მეორე ძაღლის დაგლეჯვისა და მოკვლის შესახებ, რომელსაც აქეზებს ხმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ 11-13 წლის ბავშვი.ფაქტი ცხადია მიუღებელია. მაგრამ სანამ ამ ბავშვს ლინჩის წესით გავასამართლებთ, სანამ ოჯახიანად უკანასკნელი უშვერი სიტყვებით მოვიხსენიებთ, სანამ რასობრივი და ეთნიკური დისკრიმინაციის ფეიერვერკს მოვაწყობთ, უნდა გვახსოვდეს, ამ ფაქტს არეგულირებს კანონი და ბავშვს ბულინგი კი არ სჭირდება, რამაც შეიძლება ის თვითმკვლელობამდე მიიყვანოს,

უნდა დავეხმაროთ კანონის ფარგლებშივე, სადაც უნდა ჩაერთოს სოციალური სამსახური და ასევე სავარაუდოდ ამოქმედდეს 172-ე მუხლი მშობლის პასუხისმგებლობის მიმართულებით.თქვენ 2 დღე გაილანძღებით, იგინებთ, დახარჯავთ ნეგატიურ ენერგიას და გააგრძელებთ ცხოვრების გზას, რაც ბავშვის სწორ გზაზე მობრუნების პერსპექტივას ძალიან შეუშლის ხელს.

ეს ყველაფერი არა მარტო ცხოველების მიმართ გაუღვივებს ზიზღს, საზოგადოების მიმართაც გააუცხოებს.უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცხოველების ორთაბრძოლა, რაც აკრძალულია თბილისის ადგილობრივი კანონით, სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა საქართველოს მასშტაბით და ამას ხშირად ზრდასრული ადამიანები უკეთებენ ორგანიზებას.

აქ კი საქმე იმ მოზარდთან გვაქვს, რომელსაც ჯერ სავარაუდოდ სკოლაში ბაში-აჩუკიც არ გაუვლია. საქმე ძალიან მგრძნობიარე ასაკთან გვაქვს და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს.ცხადია, რაც მოხდა არავინ ამართლებს. ფაქტი დასაგმობია, მაგრამ არსებობს კანონი, მორალი და შეგნება. არა მგონია, რომელიმე გაძლევდეთ უფლებას 7-8-ე კლასელ ბავშვს ნაბ....რი ეძახოთ ან/და თვითმკვლელობამდე მიიყვანოთ" - წერს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ხემძღვანელი.

“16-დან 18 წლამდე პირების “ფაიზერით“ ვაქცინაციისას მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო” - თამარ გაბუნია

2 საათში "ფაიზერზე" 108 000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა

კოვიდით ინფიცირებული ჩვილი მართვითი სუნთქვიდან მოხსნილია - რას ამბობენ ციციშვილის კლინიკაში?