ავტორი:

"საბურთალოს კლასტერს" 8 ახალი პაციენტი დაემატა

"საბურთალოს კლასტერს" 8 ახალი პაციენტი დაემატა

ე.წ საბურთალოს კლასტერს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 8 ახალი პაციენტი დაემატა.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევიდან 8 “საბურთალოს კლასტერს” უკავშირდება, 3 კი მარნეულის სოფელ მარეთიდან არის.

"დღეს გვაქვს 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული 19-ით გაიზარდა, 78.5%-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელებულია, ამ ეტაპზე 158 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს კლინიკებში. 11-დან 8 საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, 3 კი მარნეულის მუნიპილატიტეს სოფელ მარეთიდან არის. ახალი კლასტერი არ გვაქვს" - განაცხადა ეზუგბაიამ.

11 ახალი პაციენტი ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ახალი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა.

"ბოქსირებულ სექტორში არის 43 პაციენტია. მათგან Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 29. აქედან 18 წლამდე ასაკის არის 7 პაციენტი. გუშინ დაემატა 11 ახალი პაციენტი, აქედან 4-ს დაუდასტურდა ჩვენს კლინიკაში და 7 გადმოვიდა დადასტურებული დიაგნოზით.

ახალი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა არის საყურადღებო. იგი დატვირთულია ანამზენით. ასევე, კლინიკაში მყოფი 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას," -განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

შეგახსენებთ, ე.წ საბურთალოს კლასტერი თბილისში რამდენიმე დღის წინ, ნუცუბიძის მეორე პლატოზე გამოვლინდა. ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ მედიკოსია. აღნიშნული კლასტერიდან უკვე 23 ინფიცირებული მკურნალობს სამედიცინო დაწესებულებებში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან პირველადი ინფიცირებულის დაახლოებით 100-მდე კონტაქტია გამოკვლეული.

ე.წ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით, ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვა არ იგეგმება

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"უპირველესი ამოცანაა, "რუსთავი 2" იყოს ყველაზე რეიტინგული და ყველაზე სანდო ტელევიზია" - რა სიახლეებს უმზადებს ტელეკომპანია მაყურებელს დაარსების 26-ე წელს