სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა და შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის თანამშრომლებმა, ზღვის დაბინძურების ფაქტზე ჰონგკონგის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი ,,GREAT MAJESTY" დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, გემი იზოლირებულ ბალასტურ წყლებს ზღვაში ღვრიდა, ის ფოთის პორტის ნავმისადგომზე დააკავეს.
გემის კაპიტანს მატიარ რაჰმანს ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.