ავტორი:

"მქონდა შეგრძნება, რომ კორპუსი გადაყირავდა" - რას ყვება ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც ნუცუბიძის პლატოზე აფეთქების ადგილთან ცხოვრობს

"მქონდა შეგრძნება, რომ კორპუსი გადაყირავდა" - რას ყვება ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც ნუცუბიძის პლატოზე აფეთქების ადგილთან ცხოვრობს

თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მომხდარი აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე შენობების მინები ჩაიმსხვრა.

გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაშავდა "ეკო გაზის" თანამშრომელი, რომელიც დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

მიმდებარე კორპუსების მაცხოვრებლები შიშით გარეთ გამოვიდნენ, ბევრს ჰქონდა შეგრძნება, რომ ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელია მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელმაც "რუსთავი 2"-თან საუბარში აფეთქების მომენტი გაიხსენა:

"ამ გაზგასამართი სადგურის უკან კორპუსში ვცხოვრობ, ახალი გადმოსული ვარ და ხედავთ, რამდენი ახალაშენებული კორპუსია ირგვლივ. ახლა ეთერში ვართ და მინდა ვთხოვო, ვისაც ეს ეხება, მიაქციოს ყურადღება, რადგან ეს გაზგასამართი სადგური იდგა ზუსტად კორპუსების შუაში. იქნებ მიაქციონ ყურადღება, ვის მოუვიდა აზრად გაზგასამართი სადგური ამდენ კორპუსს შორის ჩაედგა, წარმოუდგენელია.

ირგვლივ ყველა კორპუსის მინები ჩამსხვრეულია. ჩემს კორპუსში, პირადად მე მქონდა შთაბეჭდილება, რომ კორპუსი გადაყირავდა, საშინელი აფეთქების ხმა იყო, შეზანზარდა კორპუსი, როგორც მიწისძვრის დროს. დღეს გადავრჩით, მაგრამ თუ ეს სადგური აქ დარჩა, რა იქნება არავინ იცის, რადგან დღითიდღე იზრდება აქ მოსახლეობის რაოდენობა" - ამბობს მომღერალი.

გაზგასამართ სადგურზე, სადაც აფეთქება მოხდა, ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცეცხლის გავრცელების ან ხელახალი აფეთქების საშიშროება არ არის.

თელავში ორ საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, ფოთში კი 3 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის

მესტიის სოფელ ლატალის მიმდებარედ წიწვოვან ტყეში ხანძარია

ბაღებში ბავშვების რაოდენობა, რომელთაც ენტეროვირუსის ნიშნები აქვთ, 83-მდე გაიზარდა, მათგან 3 კლინიკაშია გადაყვანილი