ავტორი:

გადამწვარი მანქანები, მოროდიორობა და რეზინის ტყვიებით დაშლილი აქციები - ფოტოები აშშ-დან, რომელსაც პროტესტის ტალღამ გადაუარა

გადამწვარი მანქანები, მოროდიორობა და რეზინის ტყვიებით დაშლილი აქციები - ფოტოები აშშ-დან, რომელსაც პროტესტის ტალღამ გადაუარა

46 წლის აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო დაწყებული საპროტესტო აქციების ტალღა აშშ-ში უკვე მერვე დღეა არ წყდება. დემონსტრაციები მიმდინარეობს ქვეყნის ყველა შტატში. ადამიანები თანაბარ პირობებში ცხოვრებას და ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო პოლიციელების განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებას მოითხოვენ.

მშვიდობიანმა აქციებმა მოგვიანებით ძალადობრივი ხასიათი მიიღო. ზოგიერთ ქალაქში აქციის მონაწილეებმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს და იქ არსებული საქონელი გაანადგურეს, გადაწვეს პოლიციის შენობები, დააზიანეს სამართალდამცველთა მანქანები და კედლები გრაფიტით შეღებეს. ზოგან აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

სამართალდამცველებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად კი 4 პოლიციელია დაჭრილი.

აშშ-ის დედაქალაქში ეროვნულმა გვარდიამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. "წიწაკის სპრეი“ გამოიყენა. მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა სამართალდამცავების მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს. ნიუ-იორკში მარადიორობის ფაქტებმა იმატა. მომიტინგეების ნაწილი მაღაზიებს ძარცვავს. აშშ-ში ამ დრომდე სიტუაცია უკონტროლოა.

ნახეთ ფოტოები, რომლებზე ასახულია ის, თუ რა ხდება აშშ-ის ქუჩებში - "გარდიანის" ფოტორეპორტაჟი:

ოკლენდი, კალიფორნია, სადაც ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა
ჩიკაგო - აქციის მონაწილეები ვარდებით ხელში აპროტესტებენ პოლიციელების მიერ დემონსტრანტთა დაშლას და მათი ნაწილის დაკავებას
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ ლოს-ანჯელესშიც
საპროტესტო აქცია ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ
ეს კი მინეაპოლისია, სადაც აქციის მონაწილეებმა ჯორჯ ფლოიდის მემორიალი გააკეთეს, სადაც საპროტესტო მესიჯებს წერენ
ატლანტა - აქციის მონაწილე ახალგაზრდები ერთმანეთის მხარდამხარ
ეს კი დენვერია, სადაც ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში
დეტროიტი - მუხლზე მდგომი აქციის მონაწილეები პოლიციის შენობის წინ
ნიუ-იორკი - დემონსტრანტებით გადაჭედილი მანჰეტენი

ეს კი New York Times-ის ფოტოები:

სუვენირების მაღაზია ნიუ-იორკში, რომელიც აქციის მონაწილეებმა ფაქტობრივად გაანადგურეს
ჯორჯ ფლოიდის 6 წლის გოგონა, ჯიანა, მინეაპოლისში ფოტოგრაფებმა მაშინ გადაიღეს, როცა მისი დედა, როქსი ვაშინგტონი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა
სურსათის მაღაზია, რომელშიც აქციის მონაწილეები შეიჭრნენ
ჯორჯ ფლოიდის ძმა, ტერენს ფლოიდი მინეაპოლისში იმ ადგილას მივიდა, სადაც მისი ძმა მოკლეს
ამ ფოტოზე კი ჩანს, როგორ რეცხავენ ასფალტსა და კედლებს, რომლებიც აქციის მონაწილეებმა გრაფიტით შეღებეს
ნიუ იორკში სამართალდამცველები აქციის ერთ-ერთ მონაწილეს აკავებენ
აქციის მონაწილეები ბრუკლინის ხიდზე
ლუსვილი აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა
ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს მეთაური, რომელმაც მომინტინგეების წინ დაიჩოქა, მათ მიმართა და მხარდაჭერა გამოუცხადა
დალასში სამართალდამცველებმა ასობით დემონსტრანტი დააკავეს
ვაშინგტონში აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენა
ფილადელფია - აქციის მონაწილეები გარბიან, რათა ცრემლსადენ აირს გადაურჩნენ
მინეაპოლისი
ატლანტა
პოლიციის ოფიცრები აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მისდევენ

მძიმე კადრები ბოტსვანიდან - მეცნიერები სპილოების მასობრივი სიკვდილის მიზეზს ვერ ადგენენ

"მოსკოვში მდებარე კადიროვის მდიდრულ ბინაში ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორი ცხოვრობდა" - რას წერს რუსული მედია

რატომ ვერ ახერხებს აშშ COVID-19-ის კონტროლს - ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა დღიურად 100 000 ადამიანს გადააჭარბებს