ავტორი:

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

ბათუში, ქალაქის ცენტრში იყიდება კერძო სახლი, რომლის ღირებულებაც 9 847 040 ლარს (3 200 000 დოლარი) შეადგენს. როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის საერთო ფართობი 1500 კვ.მ-ია, ეზოსი - 2300 კვ.მ. ამასთან, სასახლეს აქვს 15 ოთახი, აქედან 5 საძინებელი.

განცხადების თანახმად, სახლი მოწყობილია თავისი ტექნიკითა და ანტიკვარული ავეჯით, რომელიც ხის და ტყავის ნაკეთობებს წარმოადგენს. ამასთან, სასახლე მოპირკეთებულია ხეში, ქვაში და მარმარილოში.

ეზოში მოწყობილია შადრევნები და ქანდაკებები.

"ხელით ნაკეთები ხის კარები, კიბეები მოჩუქურთმებული. კლასიკური რემონტი. დიდი ჭაღებით. ფაქტობრივად, სახლი არის მუზეუმი თავის ჯაკუზებით, საუნებით, აბაზანებით და მოსასვენებელი სივრცეებით. სამსართულიანი სახლი: საერთო ფართობით - 1500მ2. აშენებული 2005 წელს. თითო სართული - 500მ2. უმაღლესად ნაშენები.

სახლის პირველ სართულზე განთავსებულია: სამრეცხაო ოთახი, სათავსო, სველი წერტილები. სამზარეულო, თავისი დიდი სასადილო ოთახით დარბაზული ტიპის, თავისი ბუხრის კუთხით. მეორე სართულზე: დიდი მისაღები, როიალის და მოსასვენებელი კუთხით, 2 საძიებელი, 3 სველი წერტილი, აივნებით. კაბინეტი, დიდი გარდერობი.

საძინებლები (50მ2 დან - 80 მ2-მდე); მესამე სართულზე: 3 საძინებელი (მასტერბედრუმის ჩათვლით 80მ2, სველი წერტილით, გარდერობით, კაბინეტით) მოსასვენებელი სივრცე. კამერების და სიგნალიზაციის (დაცვის) სისტემის ოთახი. 3 სველი წერტილით (მინიმუმ 15 მ2). აივნებით. დამატებით ეზოში განთავსებულია შენობა - დიდი სამზარეულო ბარით - სასადილო ოთახით, მოსასვენებელი კუთხით, გადახურული აუზით, სპორტული კუთხით და საუნით, თავისი სველი წერტილით. ბოილერების და ელექტროგაყვანილობის ოთახით.

ეზო - 2300მ2. გალავანში. გამწვანებული, ჩანჩქერით, პალმებით, ხე-მცენარეებით. ქვაფენილით მოპირკეთებული, მინდორი - სარწყავი სისტემით. ყვავილნარი. ფანჩატური. საპარკინგე 4 ადგილით ნახევრად ღია და დახურული ტიპის, სახლის მომიჯნავედ, თავზე დიდი ვერანდით“, - აღნიშნულია განცხადებაში დაათვალიერეთ მეტი ფოტო

როგორ გავხდე ინფლუენსერი, ინფლუენსერ მარკეტინგი  დღეს – influencer.ge

ქართული "აუტო ბილდის" ორიგინალური პროექტი, რომელმაც გერმანელების აღფრთოვანება დაიმსახურა

ვინ არის და როგორ ცხოვრობს თურქული "დრამის დედოფალი" ნესლიჰან ათაგული  - გოგონა მწვანე თვალებით, რომელმაც ათასობით ადამიანი "მოაჯადოვა"