ავტორი:

ძალაუფლების ევოლუციური მემკვიდრეობის ყაზახური მოდელი

ძალაუფლების ევოლუციური მემკვიდრეობის ყაზახური მოდელი

დასრულდა კასიმ-ჟომარტ ტოკაევის პრეზიდენტობის პირველი და ენერგიული წელი, რომელმაც დინამიკის საფუძველი ჩადო უახლოესი პერიოდისთვის. ამ სტატიაში მინდა აღვნიშნო ამ წლის ზოგიერთი შედეგი.

2019 წლის 12 ივნისს, ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავების შემდეგ, კასიმ-ჟომარტმა განსაზღვრა სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიული პროგრამების განხორციელების ძირითადი მიმართულებები, რითაც დაადასტურა ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის - ელბასი ნურსულთან ნაზარბაევის საგარეო პოლიტიკის მემკვიდრეობითობა.

პრეზიდენტობის პირველი წლის განმავლობაში, კ.ტოკაევმა უზრუნველყო ძალაუფლების რბილი და სტაბილური გადაცემა, რაც ძალაუფლების ტრანზიტის მთავარი პირობაა. ერთის მხრივ, იგი აგრძელებს მოქმედი სახელმწიფო კურსის განხორციელებას. მეორეს მხრივ, შესძინა ახალი იმპულსი, რამაც უზრუნველყო ევოლუციური განვითარება. ძალაუფლების მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფისას, ყაზახეთის ლიდერი საფუძველს უყრის სახელმწიფო განვითარების ახალ ვექტორს, რომელიც დაფუძნებულია საზოგადოებასთან დიალოგზე, აზრთა პლურალიზმსა და შეხედულებების მრავალფეროვნებაზე.

პოლიტიკური ტრანზიტის დრო ყაზახეთში დაემთხვა გლობალური ცვლილებებისა და ტრანსფორმაციების პერიოდს, რამაც ასევე კვალი დატოვა ყაზახეთის ახალი ლიდერის მოქმედებებზე. ყაზახეთის წინაშე ასევე გაჩნდა ამოცანა, არა უბრალოდ მიყვეს საკუთარ გზას, არამედ ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, წარმოაჩინოს უცვლელობა პარტნიორებთან ყველა შეთანხმებისა, სტაბილურობა მიმდინარე განვითარებაში და სწრაფვა ზრდის ახალი ჰორიზონტებისკენ.

პრეზიდენტ კ.ტოკაევის მოღვაწეობის მნიშვნელოვანი მიმართულება არის სახელმწიფოსადმი და სახელმწიფო მმართველობის ეფექტურობისადმი ნდობის ამაღლება. აღნიშნული პრობლემების გადასალახად, პრეზიდენტმა ტოკაევმა გამოაცხადა „შემსმენელი სახელმწიფოს” კონცეფცია, რომელიც გახდა სახელმწიფო მმართველობის ძირითადი ფილოსოფია, არსებითად გაიზარდა სახელმწიფო აპარატის გახსნილობისა და ხელმისაწვდომობის მაჩვენებლები.

კ. ტოკაევის საპრეზიდენტო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი არის საზოგადოებრივი ნდობის ეროვნული საბჭოს შექმნა და მუშაობა, სადაც შევიდნენ ცნობილი პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ეკონომისტები და ინტელექტუალები. ეროვნული საბჭოს მუშაობა მიმდინარეობს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ მიმართულებებზე, დღის წესრიგზე გამოაქვთ სახელმწიფო განვითარების ყველაზე აქტუალური და მწვავე საკითხები.

ამით, ყაზახეთის ლიდერი აჩვენებს რეალურ დამოკიდებულებას საზოგადოებასთან დიალოგისა და სახელმწიფოს განვითარების განმსაზღვრელი გადაწყვეტილებების ერთობლივად შემუშავების მიმართ. ქვეყნის პრეზიდენტის მონაწილეობით ჩატარებული რამდენიმე სხდომის შედეგების საფუძველზე, შემუშავდა და მიღებულ იქნა პაკეტი მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმებისა, რომლებიც ეხება მშვიდობიანი შეკრებების შესახებ კანონს, არჩევნების შესახებ კანონს, „პოლიტიკური პარტიების შესახებ“კანონს და პრაქტიკაში აძლიერებენ პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპებს.

წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა კ.ტოკაევმა გაატარა ღონისძიებათა კომპლექსი, რომლებიც მიმართულია როგორც მოსახლეობის ცალკეული ფენების, ისე მთლიანად საზოგადოების სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ. ქვეყანაში ჩატარდა საკრედიტო ამნისტია მრავალშვილიანი დედებისთვის, ოჯახებისთვის, სადაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ობოლი ბავშვები, მარჩენალდაკარგული ოჯახებისთვის, სულ - 500 ათასზე მეტი ადამიანი. ამრიგად, ვალებისგან ერთდროულად გათავისუფლდნენ მოქალაქეები, რომლებიც აღმოჩნდნენ რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ვითარდება მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის სისტემა. მიმდინარე წლიდან გაიზარდა სტუდენტური სტიპენდიები და საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლების - პედაგოგების, სამოქალაქო დაცვის ორგანოებისა და სამართალდამცავი ბლოკის თანამშრომლების ხელფასები.

კ.ტოკაევის ერთ-ერთი პრინციპი: მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ სტაბილურობა, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყნის ყველა მოქალაქემ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. ადამიანის უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემის გაძლიერების თაობაზე პრეზიდენტის მიერ დასახული ამოცანების შესრულებისთვის, ქვეყნის პარლამენტის მიერ მიღებულია მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის, გაუპატიურებისთვის, ადამიანებით ვაჭრობისთვის, ბრაკონიერობისთვის და ა.შ. სისხლის სამართლებრივი სასჯელის გამკაცრების შესახებ.COVID-19 კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რთული სიტუაციის დროს, კ.ტოკაევი თავდაჯერებულად გაუძღვა ყაზახებს ყაზახეთის ისტორიაში პირველად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და სრული კარანტინის პირობებში, რომლებიც 2 თვეს გაგრძელდა. დღეს ქვეყანა მინიმალური დანაკარგებით გამოდის პანდემიიდან და თანდათანობით აღადგენს თავის აქტიურობას.

პრეზიდენტობის პირველი დღეებიდანვე კ.ტოკაევმა ყაზახეთის მთავრობის წინაშე დააყენა ამოცანა ეკონომიკის ზრდის სტიმულირების, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის სრულყოფის, მეწარმეობის განვითარების, სამამულო მწარმოებლების მხარდასაჭერად ღონისძიებათა კომპლექსის შემუშავების შესახებ. სახელმწიფოს მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ფორმირების და ყაზახეთის ეკონომიკის ენერგოექსპორტზე დამოკიდებულების შემცირების საკითხებზე.

კორონავირუსის პანდემიამ 2020 წელს და ნედლეულზე გლობალური მოთხოვნილების შემცირებამ განაპირობა ეკონომიკური აქტიურობის მკვეთრი შენელება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ეს ფაქტორები გავლენას ახდენენ ყაზახეთის ეკონომიკაზე, სამუშაო ადგილების რაოდენობაზე და ხალხის კეთილდღეობაზე. ქვეყნის მთავრობა მკაცრად აკონტროლებს სიტუაციას, ფლობს ყველა საჭირო რესურსს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით კ.ტოკაევმა უზრუნველყო ძალაუფლების ტრანზიტის საერთაშორისო ლეგიტიმურობა. ყველა მნიშვნელოვანმა გეოპოლიტიკურმა ცენტრმა აღიარა ტოკაევის გამარჯვება და გამოხატა დაინტერესება ქვეყნის სტაბილურ და მდგრად განვითარებაში. თანამდებობის დაკავების შემდეგ, პრეზიდენტმა ტოკაევმა დაადასტურა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი. სახელმწიფოს მეთაური შეხვდა მთავარი გეოპოლიტიკური ცენტრებისა და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების ხელმძღვანელებს - რუსეთი, ჩინეთი, აშშ,

ამ წლის განმავლობაში მიღებულ იქნა საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია, რომელმაც ასახა ყაზახეთის საგარეო პოლიტიკური მოღვაწეობის პრიორიტეტები 2030 წლამდე. უცხოელ პარტნიორებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის, საერთაშორისო კოოპერაციის და რეგიონალური ინტეგრაციის ხელშეწყობის ყაზახეთისთვის ტრადიციული საგარეო პოლიტიკის მიმართულებების გარდა, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების ინიციატივებით დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ახალი აქცენტები.

ახალ კონცეფციაში დიდი ყურადღება ეთმობა საგარეო პოლიტიკის ეკონომიკური მდგენელის გაძლიერებას. საუბარია სანქციების, მსოფლიო ბაზრების არაპროგნოზირებადობის, სავაჭრო ომებისა და პროტექციონიზმის პირობებში ყაზახეთის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციისა და მსოფლიო ბაზრებისკენ მიმავალი მომგებიანი სატრანზიტო დერეფნების მოძიებისთვის საგარეო პირობების შექმნის შესახებ. ახალ გლობალურ გეოეკონომიკურ რეალობებში ყაზახეთი ოპტიმისტურად ეძებს ახალ ეკონომიკურ ნიშებს და შემოსავლის წყაროებს.

ყაზახეთის მეთაურის პრეზიდენტობის პირველი წელი წარმატებული იყო ასევე ყაზახეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვის, რომლებიც ტრადიციულად კეთილგანწყობილი და ურთიერთმომგებიანია. ამის დასტურია პრეზიდენტების კასიმ-ჟომარტ ტოკაევისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა, რომელიც გაიმართა გასული წლის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. მოლაპარაკებებმა უმაღლეს დონეზე დაადასტურეს პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე, ჩვენს ქვეყნებს შორის მოუგვარებელი პოლიტიკური პრობლემების არარსებობა, რაც, რა თქმა უნდა, ქმნის კარგ პერსპექტივებს ეკონომიკური თანამშრომლობისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მ.ბახტაძეს ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის დროს პრეზიდენტმა კ-ჟ. ტოკაევმა უმასპინძლა. შეხვედრისას განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და გამოიკვეთა შეხების წერტილები. მხარეებმა აღნიშნეს დაინტერესება პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო-სატრანსპორტო, საინვესტიციო, კულტურულ- ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობისა და პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების საკითხებში. ვიზიტის შედეგად ხელი მოეწერა რიგ მნიშვნელოვან ორმხრივ შეთანხმებას.

ყაზახეთი მზად არის მეგობრულ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის ჩვენი სახელმწიფოების საქმიანობის ყველა სფეროში. საზღვრების გახსნის შემდეგ, ჩვენ ვგეგმავთ ორმხრივი შეხვედრებისა და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების სხდომების, აგრეთვე სხვადასხვა ერთობლივი კულტურული და ჰუმანიტარული ღონისძიებების ჩატარებას.

ბაურჟან მუხამეჯანოვი,ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისაქართველოში

R

"მეღვინეობა ხარებას" ღვინის სამყარო თერჯოლაში - 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობისა და 21-ე საუკუნის შეხვედრის ადგილი

პირველად, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ზვავში დაშავებულების გადასარჩენად, გაწვრთნილი მაშველი ძაღლები ჩაერთვებიან

„პეპელა“, „ბიბლუსი“ და „ლიბერო“ ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების დასახმარებლად გაერთიანდნენ