ავტორი:

ნახევარ მილიონიანი ბინა და ერთ წელში ხელფასის სახით აღებული 200 000 ლარი - რა ქონებას ფლობს ქვეყნის მთავარი ბანკირი

ნახევარ მილიონიანი ბინა და ერთ წელში ხელფასის სახით აღებული 200 000 ლარი - რა ქონებას ფლობს ქვეყნის მთავარი ბანკირი

ქვეყნის მთავარმა ბანკირმა, კობა გვენეტაძემ გასულ წელს ხელფასის სახით 205 483 ლარი მიიღო. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, აქედან 62 712 ლარი სებ-ის საჭოს წევრობისთვის, ხოლო 142 771 ლარი პრეზიდენტობისთვის.

მიმდინარე წლის 31 მაისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სახელზეა 2018 წელს შეძენილი 2 ავტოფარეხი, რაშიც ჯამში 43 000 ლარი გადაიხადა. გარდა ამისა, იმავე წელს შეიძინა 197 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომლის ღირებულებაც 570 000 ლარია. თუმცა, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ბინის 50%-იანი წლის მფლობელი კობა გვენეტაძის მეუღლეა.

ამავე დოკუმენტის თანახმად, კობა გვენეტაძე ფლობს 2016 წელს 62 000 ლარად შეძენილ 70,02 კვ.მ ფართის ბინას სამგორის რაიონში.

გარდა ამისა, კობა გვენეტაძის სახელზეა გაფორმებული 1993 წელს შეძენილი ბინა საქართველოში და 2006 წელს შეძენილი საცხოვრებელი სახლი (მიწასთან ერთად) აშშ-ში, კერძოდ ვაშინგტონის ოლქში, რომლის ღირებულება 705 000 დოლარია.

კობა გვენეტაძის მფლობელობაშია ბინა ასათიანის ქუჩაზე, რაშიც 2012 წელს 37 000 დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება ოჯახის წევრების სახელზე გაფორმებულ უძრავ ქონებას, კობა გვენეტაძის მეუღლეს ეკუთვნის 2006 წელს შეძენილი 70 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, რომლის ღირებულებაც 70 500 დოლარია. ასევე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და აგარაკი კუმისში...წაიკითხეთ სრულად

პურზე ფეხებით მდგომი მამაკაცი "იფქლის" თანამშრომელი არ არის - კომპანიის განმარტება "ფეისბუქზე" გავრცელებულ ფოტოებზე

ძაღლის მიერ დაგლეჯილი ქალის ამ დრომდე მძიმეა - "იმყოფება მართვით სუნთქვაზე"

მაკა ასათიანი ულამაზეს დიშვილთან ერთად ლეჩხუმში ისვენებს - ფოტოები "ინსტაგრამიდან"