ავტორი:

"ეს შენი ბოლო ფოტოა... ახლაც იღიმი? მხედავ?" - ლულუ კახიანის და გიორგი გვარჯალაძის ქალიშვილის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

"ეს შენი ბოლო ფოტოა... ახლაც იღიმი? მხედავ?" - ლულუ კახიანის და გიორგი გვარჯალაძის ქალიშვილის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

ტელეწამყვან ლულუ კახიანისა და მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის 14 წლის ქალიშვილის - ლენოს გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. 2019 წლის 4 ივნისს მე-9 კლასელი გოგონა კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

უმძიმესი შემთხვევისა და ლენოს გარეშე გატარებული ერთი წლის შესახებ დედა, ლულუ კახიანი წერს:

"ყველაზე საშინელი დღე დადგა. იქ ვზივარ, სადაც ერთი წლის წინ შენ იჯექი. მაშინ კიდევ გიცემდა გული, ბოლოჯერ ჩაგეხუტე და გითხარი მიყვარხარ. და შენ მიპასუხე "მეც დე". და მერე დაგტოვე. ვერ დაგიცავი... მაპატიე ლენო...

ეს შენი ბოლო ფოტოა. ახლაც იღიმი? მხედავ? გრძნობ როგორ ვნანობ ყოველ უთქმელ სიტყვას, ყოველ გადაუდგმელ ნაბიჯს? რამდენი ახალი თავგადასავალი გექნებოდა ამ ერთ წელიწადში, რამდენი სიხარული და იმედგაცრუება. თმა ისევ მოკლედ გექნებოდა? ახალ ტატუსაც დაიმატებდი. ჩემთან იქნებოდი.

ჭრილობა მოუშუშებელია. ტკივილი მოუნელებელი. სიცარიელი ამოუვსებელი. დრო არ კურნავს. დრო გაჩერდა. ლენო, როგორ მიყვარს შენი სახელი და შენ..." - წერს კახიანი.

ლენო გვარჯალაძის შესახებ წერს მისი მშობლების მეგობარი, ყოფილ პრეზიდენტის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი კარლო ცქიტიშვილიც:

"ზუსტად ერთი წლის წინ, დილას, შვიდის წუთებზე, უცებ დამირეკა ტელეფონმა.... ლულუს ზარს ამ დროს ნამდვილად არ ველოდი და ახალგაღვიძებულზე, პირველი ის ვიფიქრე, გვაჯის რამე ხომ არ მოუვიდათქო.... მაგრამ არა.... რაც ლულუმ მითხრა, იმის გაგონებას ნამდვილად არ ველოდი... ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მსგავსი რამ რეალურად შეიძლებოდა მომხდარიყო.... მაგრამ მოხდა.... მოხდა ის რაც გინდა რომ დაივიწყო, მაგრამ ეს შენს ძალებს აღემატება...

მახსოვს ზომბივით როგორ მივდიოდი კანდელაკზე, მახსოვს ლულუს თვალები ოთახში რომ შემოვიდა, მახსოვს როგორ მივდიოდი გვაჯისთან სტუდიაში, მახსოვს იმის შიში, რომ მე მომიწევდა ამ ამბის თქმა მისთვის... მახსოვს გვაჯის სახე ლულუს რომ ელაპარაკებოდა ტელეფონზე და მერე გზაში, მასთან სახლში რომ ვბრუნდებოდით...

არასდროს დამავიწყდება ის სრული უსუსურობის გრძნობა, როდესაც უბრალოდ ადგილს ვერ პოულობ და არ იცი როგორ მოიქცე... მახსოვს ბევრი წლით ადრე, სამშობიაროში რომ ვიყავი მისული ლენოს დაბადება რომ მიმელოცა გვაჯისთვის და ლულუსთვის და უცებ ეს.... წრე შეიკრა?!...

ალბათ მე რომ დავიწყო ეხლა იმაზე საუბარი, როგორი ნიჭიერი, ჭკვიანი, და ლამაზი გოგო იყო ლენო, ამით უკვე ვეღარავის გავაკვირვებ.... ამ ერთი წლის მანძილზე ლენო მემგონი უკვე ყველამ გაიცნო.... ერთს ვიტყვი, რომ საშინელი ტკივილის გრძნობა მეც კი არ გამსვლია დღემდე, ოჯახის წევრებზე კი საერთოდ აღარაფერს ვამბობ... არ ვიცი რა ვთქვა.... ხანდახან დაწერა თქმას მირჩევნია, იმიტომ რომ ხშირად მიჭირს რაღაცეების სწორად გადმოცემა საუბრისას...

გვაჯი, ლულუ, მაპატიეთ თუ რამეში საკმარისად გვერდში ვერ დაგიდექით... თუ რაიმე ისე ვერ გავაკეთე, როგორც უნდა გამეკეთებინა თქვენთვის და პირველ რიგში ლენოსთვის... რომ ვერ მივხვდი თავის დროზე რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო (უფრო სწორად ვერ დავუშვი) და შედეგად მოხდა ის რაც მოხდა... ჩვენი წილი დანაშაული ყველას გვაქვს მომხდარში და ამით ცხოვრება მოგვიწევს... იმ დღიდან დაწყებული, ყველაფერს რასაც გვაჯი ხელს კიდებს, ლენოს სახელს არქმევს და შეიძლება ეს ცოტა მიამიტურად ჟღერდეს, მაგრამ მე მჯერა, რომ ლენო სულ თქვენთანაა, ზევიდან დაგყურებთ და გფარველობთ როგორც პატარა ანგელოზი" - წერს კარლო ცქიტიშვილი.

ინგა გრიგოლია TV "პირველის" დირექტორის პოსტს ტოვებს - "ჩემი საქმიანი და ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს"

"ზაფხულის ეფექტი არ აღმოჩნდა განმსაზღვრელი ეპიდემიის მიმდინარეობაში" - რას წერს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი და რას ურჩევს ქართველებს

"შიგნით შესვლის მერე დაუცვიათ დისტანცია, "არაა სანერვიულო" - ხალხმრავლობა "ფაბრიკასთან", დისტანციის გარეშე