ავტორი:

ნორვეგიაში მეწყერმა 8 სახლი ზღვაში ჩაიტანა - დაუჯერებელი ფოტო და ვიდეოკადრები

ნორვეგიაში მეწყერმა 8 სახლი ზღვაში ჩაიტანა - დაუჯერებელი ფოტო და ვიდეოკადრები

ნორვეგიაში მეწყერმა სახლები ზღვაში ჩაიტანა. როგორც CNN წერს, შემთხვევა გასულ ოთხშაბათს, ალტას მუნიციპალიტეტში მოხდა. მოულოდნელად მიწის დიდი ნაჭერი მოწყდა და ზღვაში ჩასრიალდა.

გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად 8 სახლი განადგურდა. ნორვეგიელი ოფიციალური პირების განცხადებით, არავინ დაშავებულა და იქ მცხოვრებლები ევაკუირებულნი იყვნენ.

ნორვეგიის წყლისა და ენერგორესურსების ხელმძღვანელი, ანდერს ბიორდალი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ნორვეგიაში ყოველ ერთ, ან ორ წელიწადში ერთხელ ხდება, თუმცა მისივე თქმით, ალტას მუნიციპალიტეტში ასეთი მძლავრი მეწყერის შემთხვევა პირველია.

ოფიციალური პირების თქმით, ისინი ამ ტერიტორიას რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ, იცოდნენ საშიშროების შესახებ და ამიტომაც მოხერხდა, რომ ადამიანების ევაკუირება მოასწრეს და არავინ დაშავებულა.

არსებობს მომხდარის ამსახველი შოკისმომგვრელი ვიდეოც, რომელიც არარეალურს ჰგავს, თუმცა ნამდვილია:

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/nK584ol5zNk" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი რამ არსად, არასდროს მინახავს.

საშინელებაა როცა სახლი გენგრევა, მაგრამ სახლთან ერთად მიწასაც რომ კარგავ, ღმერთო, ეს რა კოშმარია

საშინელებათა ფილმის კადრი მეგონა

ბუნებამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი წარმოუდგენელი ძალა - წერენ ვიდეოს კომენტარებში.

პუტინი სიკვდილამდე? - "საქართველო იქნება გეგმის ნაწილი, რაც არსებობს 2022 წლისთვის: შემოიერთოს პოსტსაბჭოთა ტერიტორიები"

კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის შესვლა აღკვეთა

ინდოეთში ქორწილიდან მეორე დღეს სიძე COVID-19-ით გარდაიცვალა, ხოლო ქორწილის 80 სტუმარი ინფიცირებული აღმოჩნდა